თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.2015
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2015
matsne.gov.ge 342 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.10.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.11.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ანგარიშის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.12.2015 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 12.10.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 13.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №52 2015 წლის 22 სექტემბერი ქ. თელავი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 88-ე მუხლის პირველი  პუნქტის  საფუძველზე, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელვის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი №1   თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და  საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი მუხლი 1🔗. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლისა და  საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.  მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც.  მუხლი 4🔗. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.  მუხლი 5🔗. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამის ოქმის. მუხლი 6🔗. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 7🔗. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. მუხლი 9🔗. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. მუხლი 10🔗. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.