ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.10.2015 ბოლო ცვლილება 30.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.164.016196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (12 მუხლი)
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2015 წლის 2 ოქტომბერი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების და 88-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  საფუძველზე,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს   ყვარლის მუნიციპალიტეტის   გამგებლისა  და  საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ყვარლის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ

მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი


მუხლი 1
ყვარლის  მუნიციპალიტეტის  (შემდგომში  –  მუნიციპალიტეტი) გამგებლისა  და  საკრებულოს  წევრების  მიერ  მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი  (შემდგომში  –  წესი)  არეგულირებს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის  გამგებელი  და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან  წელიწადში ერთხელ   მაინც,   არაუგვიანეს   1   ნოემბრისა,   მოაწყონ   საჯარო   შეხვედრა   ამომრჩევლებთან   და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 3
მუნიციპალიტეტის   გამგებელი   და  საკრებულოს  წევრები  ვალდებული  არიან   საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით  7 დღით ადრე მაინც .
მუხლი 4
საჯარო  შეხვედრაზე ანგარიში  წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.
მუხლი 5
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამი ოქმი.
მუხლი 6
მუნიციპალიტეტის   გამგებელი   და  საკრებულოს  წევრები  ვალდებული  არიან   საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 7
საჯარო  შეხვედრა  შეიძლება  ჩატარდეს მუნიციპალიტეტის  სხდომათა  დარბაზში ან  სხვა საჯარო   სივრცეში,   ასევე   შესაბამის   ტერიტორიულ   ერთეულში,   რასაც  ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 8
მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    რეგისტრირებულ    ამომრჩეველს    უფლება    აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
მუხლი 9
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
მუხლი 10
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2018.
როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.10.2015. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.164.016196.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.04.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“, №44, 02.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3005369/