2. გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას და ითანხმებს მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას. აღნიშნული ვადისა და გეგმის შესახებ სააგენტო ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს აცნობებს.
3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე შესაბამის სანავსადგურე ერთეულთან. სანავსადგურე ერთეულმა ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით შესრულებას.
4. თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას, საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი, გარემოსდაცვითი, საზღვაო-სამაშველო ან/და სხვა, მსგავსი სამუშაოების წარმოებას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება. ქონების ამოღების ვადა ნავსადგურის კაპიტანთან უნდა შეთანხმდეს.
5. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის მიერ ამოღებისას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას ან მან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაშია თუ არა, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონება. ამასთანავე, სანავსადგურე ერთეულს უფლება აქვს, გაწეული ხარჯი ამოღებული ქონების რეალიზაციით აანაზღაუროს.
6. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ სანავსადგურე ერთეული საკუთარი ხარჯით.
7. თუ სანავსადგურე ერთეულის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებისას ამ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს მისი ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია.
8. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ზღვაში ჩაძირული ქონების მესაკუთრეს, მის ამოღებასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებით ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა არცერთი პირის მიმართ. ეს ნორმა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავად არის ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ინიციატორი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.05.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 10.05.2022 კანონი №1547
- 11.12.2015 კანონი №4622
- 22.06.2012 კანონი №6545
- 22.02.2011 კანონი №4222
წინა რედაქცია (14.06.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 106 1. ქონების ზღვაში ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს. 2. გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას და ითანხმებს მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას. აღნიშნული ვადისა და გეგმის შესახებ სააგენტო ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს აცნობებს. 3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე შესაბამის სანავსადგურე ერთეულთან. სანავსადგურე ერთეულმა ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით შესრულებას. 4. თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას, საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი, გარემოსდაცვითი, საზღვაო-სამაშველო ან/და სხვა, მსგავსი სამუშაოების წარმოებას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება. 2. ქონების ამოღების ვადა ნავსადგურის კაპიტანთან უნდა შეთანხმდეს. 5. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის მიერ ამოღებისას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას ან მან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ქონება სახელმწიფო ოსაკუთრებაშია თუ არა, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონ შება. ამასთანავე, სანავსადგურე ერთეულს უფლება აქვს, გაწეული ხარჯი ამოღებული ქონების რეალიზაციით აანაზღაუროს. 6. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ სანავსადგურე ერთეული საკუთარი ხარჯით. 7. თუ ს, ანავსადგურე ერთეულის მიერ საცხელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ა დმოღებისას ამ ქონების რეალიზაციის ფასი სრუშლად დაფარავს მისი ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების წრეალიზაციის შემთხვევაში ს, ანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. 8. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ზღვაში ჩაძირული ქონების მესაკუთრეს, მის ამოღებასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებით ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა არცერთი პირის მიმართ. ეს ნორმა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავად არის ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ინიციატორი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91