ა) გემი დაიღუპება ან მას ძალით დაიპყრობენ;

ბ) გემს მიიჩნევენ ნაოსნობისათვის გამოუსადეგარად;

გ) განსაზღვრული კონკრეტული ტვირთი დაიღუპება;

დ) დასატვირთად ჩაბარების შემდეგ ტვირთი დაიღუპა, ხოლო გამგზავნი ვერ ასწრებს მის მაგიერ სხვა ტვირთის მიწოდებას.

2. აღნიშნულ გარემოებათა გამო ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება ძალას კარგავს გემის რეისში ყოფნის დროსაც. ამასთან, გადამზიდავს ერგება ფრახტი გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად, თავის მიერ გადარჩენილი ან ჩაბარებული ტვირთის ოდენობიდან გამომდინარ