თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ
1. თუ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით ტვირთის გამგზავნის განკარგულებაშია გემის ნაწილი, მას შეუძლია უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე იმ პირობით, თუ გადაიხდის სრულ ფრახტს, გემის მოცდენის (თუ ასეთი რამ მოხდა) საფასურს და გადამზიდავს აუნაზღაურებს სატვირთო ხარჯებს, რომლებიც არ იყო ჩათვლილი სრულ ფრახტში.
2. ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადამზიდავი ვალდებულია გასცეს ტვირთი მისი დანიშნულების ნავსადგურში მიტანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით არ დაზარალდებიან თავად გადამზიდავი და სხვა ტვირთის გამგზავნები.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 141, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-141/