თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ
1. საქართველოს ნავსადგურებში საკაბოტაჟო გადაზიდვის დროს მიმღების მიზეზით ტვირთის დაგვიანებით გატანის შედეგად დაგროვილი ტვირთის ნავსადგურში შენახვის ხარჯები შეიძლება სამმაგად გაიზარდოს.
2. ტვირთის შენახვის გაზრდილი საფასურის აკრეფა იწყება არა უადრეს ერთი დღე-ღამის გასვლისა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ წერილობით ეცნობება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც უნდა გადაახდევინონ გაზრდილი საფასური.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 154, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-154/