1. კრუიზის მონაწილეს უფლება აქვს კრუიზის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც უარი თქვას საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაზე და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადაში დაიბრუნოს კრუიზის საფასური.
2. თუ კრუიზის ორგანიზატორმა კრუიზის მონაწილე ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილით გემზე ან მისი თანხმობის საფუძველზე ასეთივე ადგილით სხვა გემზე, რომელიც კომფორტით არ ჩამოუვარდება მანამდე გათვალისწინებულ გემს, კრუიზის მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მთლიანად დაიბრუნოს კრუიზის საფასური.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 180, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-180/