1. კრუიზის ორგანიზატორს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა გამო შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე კრუიზის დაწყებამდე.
2. თუ ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოება შეიქმნა კრუიზის დაწყების შემდეგ და კრუიზი შეწყდა, ხელშეკრულება უქმდება. ამ შემთხვევაში კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია აუნაზღაუროს კრუიზის მონაწილეს გადახდილი საფასურის ნაწილი და მისი მოთხოვნის თანახმად დააბრუნოს იგი მოგზაურობის საწყის ნავსადგურში.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 181 1. კრუიზის ორგანიზატორს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა„ა“-„ე“ “-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა გამო შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე კრუიზის დაწყებამდე. 2. თუ ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა„ა“-„ე“ “- „ე “ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოება შეიქმნა კრუიზის დაწყების შემდეგ და კრუიზი შეწყდა, ხელშეკრულება უქმდება. ამ შემთხვევაში კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია აუნაზღაუროს კრუიზის მონაწილეს გადახდილი საფასურის ნაწილი და მისი მოთხოვნის თანახმად დააბრუნოს იგი მოგზაურობის საწყის ნავსადგურში.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 181, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-181/