2. გემის ღირებულება განისაზღვრება დიმაიზის ან ტაიმ-ჩარტერის დადებითი ან უარყოფითი ეფექტის გაუთვალისწინებლად.

3. გემის ღირებულებას ემატება თანხა, რომელიც ითვალისწინებს საერთო ავარიით შეწირული ქონების ანაზღაურებას, თუ იგი მანამდე არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, ფრახტის თანხას ან გადაზიდვის საფასურს, რომელიც გემთმფლობელის რისკზე იმყოფება, აკლდება ხელფასი და ეკიპაჟის შესანახი ხარჯი, რომელსაც არ გადაიხდიდნენ, თუ გემი და ტვირთი მთლიანად დაიღუპებოდა იმ პირობებში, რამაც გამოიწვია საერთო ავარია და იგი საერთო ავარიას არ მიაკუთვნეს.

4. ქონების ღირებულებას აკლდება ყველა დამატებითი ხარჯი, რომლებიც გაწეულ იქნა ამ ქონებაზე საერთო ავარიის შემდეგ, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება საერთო ავარიას.

5. მგზავრთა ქონება და ბარგი, რომლებზეც კონოსამენტი არ იყო გაცემული, საერთო ავარიის შენატანებში არ შედი