ა) გადამრჩენის მიერ მიღწეული წარმატების ხარისხი;

ბ) გადარჩენილი გემისა და სხვა ქონების ღირებულება;

გ) საფრთხე, რომელიც განიცადა გადარჩენილმა გემმა, მისმა ეკიპაჟმა, მგზავრებმა და ტვირთმა;

დ) გემის, ადამიანებისა და სხვა ქონების გადასარჩენად გადამრჩენთა ძალისხმევა და ოსტატობა;

ე) გადამრჩენის მიერ დახარჯული დრო, გაწეული ხარჯი და დანაკარგები;

ვ) გადამრჩენის შესაძლო პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ;

ზ) პასუხისმგებლობის რისკი და სხვა რისკი, რომლებიც განიცადეს გადამრჩენებმა და მათმა ქონებამ;

თ) გადამრჩენთა ქონების ღირებულება, რომელიც საფრთხეში აღმოჩნდა;

ი) მაშველი გემის სპეციალური დანიშნულება;

კ) გადამრჩენთა ძალისხმევა გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

2. დადგენილი ჯილდოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ყველა ინტერესით (გემის ან სხვა გადარჩენილი ქონების) გადარჩენილი ღირებულების პროპორციულა