2. კაპიტანი უკანასკნელი ტოვებს გემს მას შემდეგ, რაც მიღებულია მასზე დამოკიდებული ყველა ზომა გემის, რადიო - და სამანქანო ჟურნალების, ამ რეისის რუკის, საბუთების, ფასეულობისა და სალაროს გადასარჩენად.

3. გემის დაღუპვის შემთხვევაში კაპიტანი ინარჩუნებს თავის უფლება-მოვალეობას მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის მიმართ იმის მიუხედავად, თუ სად შეაფარა თავი ეკიპაჟმა.

4. გემის კაპიტნის სიკვდილის ან ავადმყოფობის შემთხვევაში გემსა და ეკიპაჟს ხელმძღვანელობს კაპიტნის უფროსი თანაშემწ