ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.09.2015 ძალადაკარგული 28.02.2018
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ
საქრთველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.გ“ ქვეპუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა  და მისი აღწერილობა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: ვერცხლის ველზე გამოსახულია ძოწის ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწის ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-კოშკი. გერბის ფარის ძოწის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი; გერბის ფარის ვერცხლის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ამბროლაური“.


დანართი №2

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

დროშა წარმოადგენს ძოწისფერ მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ფარი. ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: თეთრ ველზე გამოსახულია ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწისფერზე გამოსახურია თეთრი ციხე-კოშკი. ფარის ძოწისფერი ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული თეთრი ფერის სარტყელი; ფარის თეთრი ფერის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწისფერი სარტყელი. ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორცია არის - 2/3.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2018.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.09.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.172.016100.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“, №38, 25.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2993647/