„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2015 ბოლო ცვლილება 12.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№507
სარეგისტრაციო კოდი
130030000.10.003.018893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (19)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №507

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1🔗

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, თანდართული სახით დამტკიცდეს:

ა) ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის  მიკუთვნებისა  და დაცვის წესი  (დანართი №1);

ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა (დანართი №2);

გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ (დანართი №3);

დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია (დანართი №4).

მუხლი 2🔗

სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის (დანართი №2) V თავის 27-ე მუხლი  ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.

მუხლი 3🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი