განჩინება შპს „სქაი ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 3294-2010
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 5 წლის 9 სექტემბერი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,სქაი ჯორჯიას“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „სქაი ჯორჯიას” მიმართ.
2015 წლის 04 სექტემბერს შპს „სქაი ჯორჯიას” გაკოტრების მმართველმა - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „სქაი ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევა გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული მოქმედებების განხილვის მიზნით. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილია მოთხოვნები მოვალის მიმართ, რომელიც ასევე უნდა იქნეს განხილული კრედიტორთა კრებაზე.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს „სქაი ჯორჯიას” კრედიტორთა კრება შპს „სქაი ჯორჯიას” გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული მოქმედებების განხილვის და დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმების მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „სქაი ჯორჯიას” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს „სქაი ჯორჯიას” გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული მოქმედებების განხილვა.
1.2 დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2015 წლის 21 ოქტომბერს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს „სქაი ჯორჯიას” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი