„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის N129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№127/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.017034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №127/ნ

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110801003, 04.08.2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016166) და ბრძანების:

1.  პირველი პუნქტით დამტკიცებული  ,,სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი  საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” დებულება“  ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი 1
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის  ,,სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“  მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

2. ეს დებულება აწესრიგებს  კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტის  განხორციელების მონიტორინგის წესს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფონდი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

ბ) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;

გ) პროექტი –   კონკურსზე წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი;

დ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს  პროექტის  სამეცნიერო ხელმძღვანელსა და პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;  იგი პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე;

ე)  თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და პროექტის პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;  თანამონაწილე ორგანიზაცია შეიძლება იყოს აგრეთვე საზღვარგარეთ  რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს პროექტის გარკვეული ამოცანების შესრულებაში;

ვ) თანადამფინანსებელი ორგანიზაცია – საქართველოში, ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯებს; უცხოური თანადამფინანსებლის შემთხვევაში თანადაფინანსება შეეხება უცხოური პარტნიორი ორგანიზაციის ხარჯების ანაზღაურებას;

ზ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;

თ) ერთობლივი პროექტი – გრანტის მოპოვების მიზნით საკონკურსოდ წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობს რამდენიმე იურიდიული პირი (ადგილობრივი, ან/და საერთაშორისო);

ი) პროექტის თანახელმძღვანელი – საქართველოს,  ან/და უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ერთობლივი პროექტების შემთხვევაში პარტნიორი მხარის წარმომადგენელია და მონაწილეობს პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად;

კ) პროექტის პერსონალი – მოიცავს ძირითად პერსონალს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, აკადემიური ან/და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი) და დამხმარე პერსონალს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს,  რომელიც მონაწილეობს პროექტის განხორციელებაში;

ლ) საკონკურსო კომისია –  კონკურსზე დარეგისტრირებული განაცხადების/პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ პროექტებს ამ ბრძანების დანართი 2-ით დადგენილი პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რანჟირებული სიის შესახებ;

მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტების შესაფასებლად ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით;

ნ) გრანტის მიმღები – წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია საქართველოდან  და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;

ო) პროექტის კოორდინატორი – ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია საორგანიზაციო საქმეებზე;

პ) საგრანტო ხელშეკრულება − გრანტის მიმღებ წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადამფინანსებელ ორგანიზაციას, სამეცნიერო ხელმძღვანელს და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

ჟ) მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგის პროცედურა;

რ)  საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები;

ს) შუალედური/საბოლოო ანგარიში – შუალედური ანგარიში მოიცავს ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებისას გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ პროგრამულ  და ფინანსურ ანგარიშს. საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ  და ფინანსურ ანგარიშს;

ტ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული ორი საანგარიშო პერიოდისთვის ფონდიდან  გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები.


მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება
1.  გრანტის გაცემას ღია და საჯარო კონკურსის საფუძველზე ახორციელებს ფონდი.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის გამართვისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის  პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;

გ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტ(ებ)ის გამოვლენასა და დამტკიცებას;

დ) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსებას და მისი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 4. სუბიექტები
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) წამყვან ორგანიზაციას;

ბ) თანამონაწილე ორგანიზაციას;

გ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს.


მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები პროექტის მიმართ
1. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სამ წელს. საგრანტო ხელშეკრულების შემდგომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია პროექტის ვადის გახანგრძლივება.

2. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 100 000 ლარს.

3. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას კვლევების დასაფინასებლად.

4. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შესაძლოა იყოს მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ძირითადი პერსონალის 70% უნდა იყოს წამყვანი ორგანიზაციიდან.

5. ძირითადი პერსონალის 1/4 უნდა იყოს ახალგაზრდა მეცნიერი (მაგისტრანტი, დოქტორანტი, ან/და დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს კონკურსის გამოცხადებიდან ბოლო 7 წლის განმავლობაში).

6. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც წარმართავს დაგეგმილ კვლევას, პასუხისმგებელია როგორც სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.

7. პროექტს ძირითად პერსონალში უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია საორგანიზაციო საქმეებზე.

8. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სამეცნიერო ხელმძღვანელი არის წამყვანი ორგანიზაციის თანამშრომელი.

9. პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება.

10. ერთობლივი პროექტის შემთხვევაში პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის თანახელმძღვანელი. 


მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება;

ბ)  დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

გ) მივლინება;

დ) საქონელი და მომსახურება;

ე) სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობისათვის განკუთვნილი ხარჯები;

ვ) კაპიტალური ხარჯები (სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, მათ შორის, მასალის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა-შენახვისათვის  საჭირო ტექნიკის შესაძენი ხარჯები);

ზ) ზედნადები ხარჯები. 


მუხლი 7. კონკურსის ეტაპები
 კონკურსის ძირითადი ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტების განხილვა და შეფასება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ, გამარჯვებულის გამოვლენა და  პროექტის დამტკიცება;

დ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას,  თანადამფინანსებელსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს შორის.


მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.


მუხლი 9. საკონკურსო  კომისია
1. საკონკურსო კომისიას ქმნის ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოიწვოს დარგის ექსპერტი.

3. საკონკურსო  კომისია უფლებამოსილია, კონკურსის პირობებთან შეუსაბამო პროექტები მოხსნას კონკურსიდან.

4. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში კონკურსში მონაწილე პროექტის წარმდგენს მოსთხოვოს პროექტის ბიუჯეტის კორექტირება, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მოცულობის გაზრდის გარეშე.


მუხლი 10. საგრანტო ხელშეკრულება
1. საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის   დამტკიცების შემდეგ ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებას დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციასა და  თანადამფინანსებელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შეთანხმებას პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების გრანტის მიმღებისა და გრანტის გამცემის მიერ გამოყენების შესახებ ქვეყანაში მოქმედი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ყოველი საანგარიშო პერიოდის  დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განხორციელდეს ცვლილება.  


მუხლი 11. ანგარიშგება და   პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

2. მეორე და შემდგომი ტრანშების გადარიცხვა განხორციელდება ფონდის მონიტორინგის განხილვის აქტის საფუძველზე.

3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს პროექტით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას. პროგრამული მონიტორინგი ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, როგორიცაა საგრანტო პროექტის განხორციელების დამადასტურებელი პროგრამული ანგარიში და განხორცილებული აქტივობების  დამადასტურებელი ნაბეჭდი, ფოტო/აუდიო/ვიდეო და ელექტრონული დოკუმენტაცია.

5. ფონდს შეუძლია მოწვეული დარგის ექსპერტების მეშვეობით შინაარსობრივად შეაფასოს დასრულებული პროექტების ეფექტიანობა და შედეგები.

6. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება  საგრანტო ხელშეკრულებით დარეგულირებული ნორმების შესაბამისად.

7. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ   პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები  და  პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.



დანართი 2
პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1.  წარდგენილი პროექტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

კრიტერიუმები და

განმარტებები

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

ბრწყინვალე

შეფასება

და კომენტარი

1. სამეცნიერო ღირებულება

1

2

3

4

5

მინიმუმ 5

მაქსიმუმ 25

ქულა

1.1.  პროექტის უნიკალურობა, ან უპირატესობა ანალოგიურ კვლევებთან

 

1.2.  ნათლად ჩამოყალიბებული,  თანმიმდევრული და არგუმენტირებული  კონცეფცია,  ნათლად ჩამოყალიბებული კვლევის საკითხი;

 

1.3. კვლევის მეთოდოლოგია, დიზაინი და მეთოდები;

 

1.4. პროექტის ხელმძღვანელის და პროექტში ჩართული მკვლევრების ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან;

 

1.5. სამეცნიერო თანამშრომლობა: ინსტიტუციონალური, რეგიონული და საერთაშორისო

 

 

 

 

 

 

 

2. მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები

1

2

3

4

5

მინიმუმ 4

მაქსიმუმ 20

ქულა

2.1. კვლევის აქტუალობა და პრიორიტეტულობა ფართო საზოგადოებისათვის, ქვეყნის, რეგიონის ან მსოფლიო მასშტაბით;

2.2. კვლევის შედეგების გავრცელების მექანიზმები და გამოყენების მნიშვნელობა;

 

2.3. კვლევის შედეგების კომუნიკაცია სამეცნიერო აუდიტორიასთან (პუბლიკაციები, მოხსენებები და ა.შ.)

 

2.4. ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობა

 

 

 

 

 

 

 

3. პროექტის მართვა და განხორციელებადობა

1

2

3

4

5

მინიმუმ 3

მაქსიმუმ 15

ქულა

3.1. პროექტის განხორცილების გეგმა-გრაფიკის ეფექტურობა: დაგეგმილი აქტივობებისა და ვადების მიზანთან შესაბამისობა;

 

3.2. მოთხოვნილი ბიუჯეტის დასაბუთება: ფინანსური რესურსების განაწილების გეგმის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და თანადაფინანსების წილი;

 

3.3. პროექტის კოორდინატორის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მართვისა და ორგანიზების თავისებურებებთან. კოორდინატორის ხედვა მოსალოდნელ რისკებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

 

 

 

 

 

2. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 60 ქულა.
3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 48 ან მეტი ქულა.
4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში – სამეცნიერო ღირებულებაში, შემდეგ კი მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
5. შეფასების განმარტებები:

ქულა

შეფასება

განმარტება

1

სუსტი

პროექტი ვერ ფასდება კრიტერიუმით (სუსტი, შეუსაბამო, ბუნდოვანი ან დაუსაბუთებელი ინფორმაცია) 

2

საშუალო

პროექტი შეიძლება შეფასდეს კრიტერიუმით, მაგრამ ვლინდება მნიშვნელოვანი სისუსტეები

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ ვლინდება გარკვეული სისუსტეები

4

ძალიან კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, თუმცა ვლინდება მცირეოდენი სისუსტეები

5

ბრწყინვალე

პროექტი ძალიან კარგად პასუხობს კრიტერიუმს ყველა ასპექტში.