მუხლი 35110. შუამდგომლობა სასამართლო ბრძანების თაობაზე
თავი XLII — 2
თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები:
ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც განმცხადებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.06.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-1040-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2021
…იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითად გადაწყვეტამდე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოყენებული იყო დროებითი განკარგულებები. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება დასრულდა და აღარ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა დროებითი ღონისძიებაც. 2. პროცესის ხარჯები: ვინაიდან…
საქმე №ას-1680-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
…დაბრუნების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის წარდგენა. 17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა 2018 წლის 29 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გამოცემა. 18. ქუთაისის საქალაქო…
საქმე №ას-1680-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
…იგი სრულად არის ინტეგრირებული ახალ საცხოვრებელ გარემოში. 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა 2018 წლის 29 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გამოცემა. 7. ქუთაისის საქალაქო…
საქმე №ას-1680-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
…დაბრუნების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის წარდგენა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა 2018 წლის 29 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გამოცემა. 6. ქუთაისის საქალაქო…
საქმე №ას-946-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
…პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2019 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე. 25. 2019 წლის 12 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა, მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად ბრძანების გამოცემა და საქმის განხილვის დასრულებამდე კასატორისათვის არასრულწლოვანი შვილის ყოველდღიურად…