არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.06.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…პალატის აზრით, თ. გ.-ამ დაარღვია გ. ხ.-ას მიმართ თავისივე ბავშვებთან ურთიერთობის უფლება. ამდენად, განმცხადებელს გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი და უფლება აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლების აღდგენა სასამართლოსთვის მიმართვის გზით. 17. სსსკ-ის 3518-ე მუხლის, 3519-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სსსკ-ის მეშვიდე კარის XLII2-ე თავით…