ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2015 წლის 25 სექტემბერი ქ. ქარელი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სწავლობს პეტიციას და წარუდგენს საკრებულოს დასკვნას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 86-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თვეში ორჯერ მაინც იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს, გადასცემს ხელმოწერილ ოქმებს საკრებულოს აპარატს შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) უზრუნველყოფს კომისიის საჯარო სხდომებზე მოქალაქეთა მონაწილეობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად“.
|