ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-329(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
კასატორის განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.
საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე წინადადებაზე, რომლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.
საქმე №ბს-569(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
ჩ-ეის მიერ დარღვეულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნები.
საქმე №ას-808-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
…მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები; ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, რომელთა შორისაა ექთანი, მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.
საქმე №ბს-682(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2022
…განვითარების საბჭომ. კასატორის განმარტებით, სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოწმის ჩვენებას და არ გაითვალისწინა,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და რეცენზენტების განმარტებები. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 27. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29980/muxli-27/