[
1. სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის საშუალებით.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
2. სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის პირადი დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით.
3. ვაუჩერის გამოყენებით სამედიცინო მომსახურება ან პირადი დაზღვევა, მათ შორის, ვაუჩერის განაღდება და განაღდებასთან დაკავშირებული ოპერაციები, არ არის სახელმწიფო შესყიდვა.
[3. (ამოღებულია - 09.02.2023, №2553).
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
4. ვაუჩერი პერსონიფიცირებულია. მისი მესაკუთრე შეიძლება იყოს პირი ან პირთა წრე (ოჯახი, თემი და სხვა). არასრულწლოვნის უფლებების რეალიზება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ვაუჩერის პირობების თანახმად, მის მესაკუთრეს აქვს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის თავისუფლად არჩევის უფლება.
6. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სადაზღვევო ვაუჩერის გადაცემა გათანაბრებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სადაზღვევო შესატანთან (პრემიასთან).
7. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის გაშვებისას სადაზღვევო ორგანიზაციის შეურჩევლობის შემთხვევაში შერჩევა (გამოვლენა) შეიძლება განხორციელდეს ვაუჩერის პირობებით.
8. იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის გამოვლენა, რომელიც თანახმაა ვაუჩერის პირობებით მომსახურების გაწევაზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ვაუჩერის პირობებით დადგენილი წესით ნების გამოხატვის საფუძველზე.
9. ერთნაირი ვაუჩერებით მათი მესაკუთრეები სამედიცინო ან სადაზღვევო მომსახურებას იღებენ თანაბარი პირობებით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
10. განკარგული ვაუჩერის განაღდება ხორციელდება შესაბამისი გამნაღდებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ვაუჩერის წარმდგენი ორგანიზაციებისათვის თანხის გაცემით.
11. ვაუჩერის პირობები (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესები, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხა, ვაუჩერის ღირებულება, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) განისაზღვრება საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5129 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.262
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2553 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4401 – ვებგვერდი, 23.09.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.09.2024 კანონი №4401
- 09.02.2023 კანონი №2553
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
- საქმე №ბს-17(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-5, მე-19 მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის…
- საქმე №ბს-801(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
…ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’ ’. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,,ო” ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის…
- საქმე №ბს-212-211(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2017
…(სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელს) და პაციენტს, ან სადაზღვევო კომპანიასა და მიმწოდებელს (სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელს) შორის, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს (მერიასა) და სადზღვევო კომპანიას (მზღვეველს) შორის. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების…
- საქმე №ას-408-391-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2016
…#177-ე დადგენილების (შემდეგში: #177-ე დადგენილება) შესაბამისად, 2014 წლის თებერვალში, სამედიცინო მომსახურება გაუწია სს ”ს-ის” (შემდეგში: მზღვეველი, მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მოვალე) მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს. ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, #177-ე დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში…
- საქმე №ას-241-229-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2016
…სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით (შემდეგში #177 დადგენილებით) განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მხარეები არიან ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი). 2. #177 დადგენილება განსაზღვრავდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების (სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული…
- საქმე №ას-1277-1198-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2016
- საქმე №ბს-1-1(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2015
- საქმე №330310018002449948 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №120310019002972962 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №330310019002864595 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2020
- საქმე №330310118002567624 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2020
- საქმე №330310018002632446 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №330310019002871698 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2019
- საქმე №330310018002259505 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №110310018002463948 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310018002413005 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №120310018002600074 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №330310018002450092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №330310018002358619 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №050310018002624406 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330310017001841099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №330310017002009797 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330310016001448973 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330310017001852125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №330310017002156360 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №330310016001507196 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №330310115001124656 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №050310018002619525 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №050310019002984245 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №050310019002943366 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №330310019002847277 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №330310117002013755 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №240310018002504141 · სენაკის რაიონული სასამართლო · 19.07.2019
- საქმე №120310019002972962 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №330310018002632446 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310118002454155 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №050310018002624406 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 03.12.2018
- საქმე №330310117002194655 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.12.2018
- საქმე №330310018002307051 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330310018002423502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 45-დან.