განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
330310017002009797
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002009797

საქმე №3ბ/2617-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპაუხე) - სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტო,წარმომადგენელი - ე-----------–---–ი,მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,------“ ( შპს ,-----------------–--“-ს უფლებამონაცვლე),წარმომადგენელი - შ-----------ე,დავის საგანი - თანხის დაკისრება,გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სსიპ სოციალურ დაცვის სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაცემული მედიკამენტის თანხის 1291 ლარის გადახდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის 2----–-–---------------–ის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ვ---- რაიონის სასამართლოს მიერ 1----–-–------------–ს რეგისტრაციის ნომრით N--------- დარეგისტრირებულ იქან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,-----------------–--'', მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2-------- და მის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა საქართველო, ძ---–-------–-------------ი, ს----------------------, ხოლო ელექტრონულ ფოსტად l-------------------- შპს-ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად მიეთითა გენერალური დირექტორი - ე--------------ე და აღმასრულებელი დირექტორი მ-----–----------ე. საზოგადოების რეორგანიზაცის ისტორიაში მითითებულია, რომ 2----–-–----------------ს შპს ,---------------'' (ID კოდი N----------) შეერწყა შპს ,------------------–--''-ს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის 2----–-–-----------ს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ დ------ის სასამართლოს მიერ 1----–-–------------------ს N------- სარეგისტრაციო ნომრით დარეგისტირებულ სს ,------''-ში (ID კოდი N-----------; მის: თბილის, ძ---–--------–---, ს-----------------------. ელექტრონული ფოსტა - l--------------------) განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (-----------–.), შპს------------------------'' (ID კოდი N---------) 2--------- წ. შეერწყა სს ,------''-ს (ID კოდი N----------), ხოლო სს ,-----------------–--'' (ID კოდი N----------) 0--------- წ. შეერწყა სს ,------''-ს (ID კოდი N----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--------- წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 22-28).

- 0--------- წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 74-78).

 

2.2.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–--------------ის N--------- წერილით გ---–-------------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2----–-–--------------ის N--- სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიკამენტური მკურნალობის 1291 ლარის დაფინანსების თაობაზე (შპს ,-----------------–--'').

 

2----–-–---------------ის N------ გასავლის ზედდებულით დგინდება, რომ შპს ,-----------------–--''-ს (მიმწოდებელი) გ---–-------------ს (მიმღები, პირადი N------------) მიეწოდა 1291 ლარის ღირებულების ფარმაცევტული საქონელი - ,,ა---------'' (ა-–----------–--------–-) ფხვნილი ლიოფილიზირებული, 100 მლ. ფლაკონი N 1 (სერია N--------; ვადა 0------).

 

2----–-–---------------–ის N---------- შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით დგინდება, რომ 2----–-–-- დეკემბერში გაწეულ სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 111 511,61 ლარი, საიდანაც ფულადი სახსრებით ანაზღაურებას დაექვემდებარა 110 22,60 ლარი, ხოლო 1291 ლარი დაექვემდებარა შემცირებას (აქტის N-- მითითებულია გ---–-------------ი, რომლის გასწვრივ ასანაზღაურებელ თანხად მითითებულია 0,00 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- - 2--------- წ. მიმართვა N--------- (ს.ფ. 16).

- 1--------- წ. გასავლის ზედდებული N------- (ს.ფ. 17).

- 1--------- წ. შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18-20).

 

2.2.3 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს (რეფერალური მომსახურების კომისია) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–----------------–- N------ წერილით მიმართა შპს ,-----------------–--''-მ და განმარტა, რომ 1--------- წ. N---------- შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს-ს სამედიცინო დაწესებულების მეირ 2----–-–----------------ს მოქალაქე გ---–-------------ისათვის გაცემული მედიკამენტის თანხა 1291 ლარის ოდენობით არ იქნა ანაზღაურებული, რის გამოც მოთხოვნილ იქნა ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებზე მითითება.

 

2--------- წ. მიმართვა N-------ის პასუხად შპს ,-----------------–--''-ს ეცნობა, რომ დაწესებულების მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში პაციენტ - გ---–-------------ისათვის პრეპარატების გადაცემა მოხდა 2----–-–----------------ს, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიკაციის მიზნით, დადარების დროს აღმოჩნდა, რომ გ---–-------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------------

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსს 2----–-–----------ის ამავე სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის N-------- სამსახურებრივი ბართით ეცნობა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სააღრიცხვო ბაზის (2-----–-–------------ის მდგომარეობით) მონაცემებით, გ---–-------------ის გარდაცვალების თარიღია 2----–-–----------------ი.

 

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2----–-–---------------ის N--------- მომართვით დგინდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გ---–-------------ის (პირადი N------------) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- - 2--------- წ. მიმართვა N------ (ს.ფ. 45).

- 0--------- წ. მიმართვა N--------- (ს.ფ. 46).

- 0--------- წ. სამსახურებრივი ბარათი N-------- (ს.ფ. 48).

- 1--------- წ. მომართვა N---------

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ..

 

სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება. სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლომ განმარტა, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. სასამართლომ ასევე აღინიშნა, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.

 

2.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

2.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ 2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ დებულებაში მითითებულია თუ ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

სასამართლომ, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-6 მუხლს მიხედვით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გათვალისწინებით, განმარტა, რომ სამედიცინო ვაუჩერი წარმოადგენს ამ პროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების ანაზღაურების ფინანსურ ინსტრუმენტს. ვაუჩერი შეიძლება იყოს მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეა ფიზიკური პირი. ვაუჩერის მოსარგებლეს უფლება აქვს, შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურება მიიღოს პროგრამის ნებისმიერი მიმწოდებლისაგან, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე დადგენილების მე-8 მუხლი მიხედვით, სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პროგრამის განხორციელების დადგენილი წესის შესაბამისად. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლში, რომლის მიხედვით, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას – საჭიროების შემთხვევაში;ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამავე მუხლის მე-3 პუქნტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 მუხლის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება და წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

2.3.4. სასამართლო მოიხმო ,,რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N 331 დადგენილება, რომლის მიხედვით, კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების, ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ (შემდგომში

– სამედიცინო დახმარების კომპონენტი) ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით და გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით. მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-51 პუნქტის მიხედვით კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/ საქონლის მიღება უნდა დაიწყოს საქართველოში არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ − არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში (დადგენილების ძველი რედაქცია ითვალისწინებდა გაზრდილ ვადებს), წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად. აღნიშნული ვადების ათვლა დაიწყოს კომისიის საოქმო გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ვადის გასვლის შემდეგ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ ითვლება გაუქმებულად. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევები ეცნობება კომისიას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–--------------ის N--------- წერილით გ---–--------------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2----–-–--------------ის N--- სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიკამენტური მკურნალობის 1291 ლარის დაფინანსების თაობაზე (შპს ,,ე---------------–--''). 2-----–-–----------------ის N------ გასავლის ზედდებულით დგინდება, რომ შპს ,-----------------–--''-ს (მიმწოდებელი) გ---–-------------ს (მიმღები, პირადი N------------) მიეწოდა 1291 ლარის ღირებულების ფარმაცევტული საქონელი - ,,ა---------'' (ა-–----------–--------–-) ფხვნილი ლიოფილიზირებული, 100 მლ. ფლაკონი N 1 (სერია N--------; ვადა 0------). საქმის მასალებით, კერძოდ, 1--------- წ. N---------- შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს-ს სამედიცინო დაწესებულების მიერ 2----–-–----------------ს მოქალაქე გ---–-------------ისათვის გაცემული მედიკამენტის თანხა 1291 ლარის ოდენობით არ იქნა ანაზღაურებული, რასთან დაკავშირებითაც შპს ,-------------------–--''-ს ეცნობა, რომ დაწესებულების მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში პაციენტ - გ---–-------------ისათვის პრეპარატების გადაცემა მოხდა 2----–-–----------------ს, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიკაციის მიზნით, დადარების დროს აღმოჩნდა, რომ გ---–-------------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------ს, რის გამოც არ აუნაზღაურდა მოთხოვნილი თანხა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით. ხოლო 23-ე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ პროგრამის მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვს მხოლოდ გაწეული ფაქტიური ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს პროგრამით დადგენილი ღირებულებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ შპს ,-----------------–--''-მ, როგროც პროგრამის მიმწოდებელმა 2----–-–----------------ს მომსახურება გაუწია მის ერთ-ერთ აფთიაქში ჯანდაცვის ვაუჩერის/თანხმობის წერილით მისულ პიროვნებას, რომელსაც თანხმობის წერილის შესაბამისად დაუფინანსდა მედიკამენტური მკურნალობა 1291 ლარის ოდენობით, ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2----–-–--------------ის N--- სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილების შესაბამისად. მიმწოდებელმა შპს ,-----------------–--''-მ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პირობების შესაბამისად მოახდინა დადგენილებით ნაკისრი პროგრამის მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება და თანხმობის წერილით მისულ პიროვნებას, გ---–-------------ის ოჯახის წევრს (მის ნდობით აღჭურვილ პირს) ამ უკანასკნელის მკურნალობის მიზნით მიაწოდა ონკოლოგიური მედიკამენტი ,,ა---------'', რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი 1--------- წ. N------ გასავლის ზედდებულით. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ ვაუჩერი პერსონიფიცირებულია, მისი მესაკუთრე შეიძლება იყოს პირი ან პირთა წრე (ოჯახი, თემი და სხვა), ამდენად არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ გ---–-------------ი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებდა პირადად მიეღო ჯანდაცვის ვაუჩერის/თანხმობის წერილში მითითებული თანხის შესაბამის ფარმაცევტული პროდუქტი, შესაბამისად აღნიშნული წერილის წარდგენის საფუძველზე მიმწოდებელი არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, ხოლო ასეთის განხორციელების შემთხვევაში კი ამ უკანასკნელის მიმართ გატარდებოდა შესაბამი საჯარიმო სანქციები, რასაც ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული დადგენილება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სააღრიცხვო ბაზის (2----–-–----------ის მდგომარეობით) მონაცემებით, დგინდებოდა, რომ გ---–-------------ის გარდაცვალების თარიღია 2----–-–----------------ი (შპს ,-----------------–--''-ს ერთ-ერთი აფთიაქიდან -,,ფ-----------' (55) ფარმაცევტული პროდუქტის გატანა მოხდა 2----–-–----------------ს)). სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2----–-–---------------ის N--------- მომართვით დგინდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეესტრში არ არის რეგისტირებული ჩანაწერი გ---–-------------ის (პირადი N------------) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

 

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმწოდებელს არ ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა პაციენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ'' საქართველოს კანონის მიხედვით მას არ გააჩნია წვდომა მოქალაქეთა გარდაცვალების შესახებ შესახებ ინფორმაციასთან მიმართებაში, ამასთან როგორც ზემოთ აღინიშნა პროგრამით მონაწილეს წარმოადგენდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელიც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად პირადად ვერ მოახდენდა ფარმაცევტული პროდუქტის მიღებას შესაბამისი აფთიაქიდან (რაც დასტურდება საქმის მასალებით), ხოლო თავის მხრივ კანონმდებლობით მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება ვაუჩერის/საგარანტიო წერილის/თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, წარმდგენ პირს გაუწიოს დასახელებულ დოკუმენტაციაში მითითებული თანხის ფარგლებში შესაბამის მომსახურება და არ მოსთხოვოს მას რაიმე სხვა სახის დოკუმენტაციის/დამატებითი თანხის წარდგენა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რის გამოც სახეზეა მოთხოვნილი თანხის - 1291 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო იმ შემთხვევაში კი თუკი სხვა პირმა არაკეთილსინდისერად ისარგებლა გაცემული საგარანტიო წერილით, მაშინ მხარეს არ ერთმევა უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს დარღვეული უფლებისა თუ კანონით გათვალისწინებული ინტერესის დაცვა შესაბამის პროცედურების დაცვით.

 

2.3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმე №ბს-544-535(კ-12) და განმარტა, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აპელანტი განმარტავს, რომ მართალია რეფერალური მომსახურების ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ,------–-–---------------ს მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება გ---–-------------ის მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების თაობაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი გარდაიცვალა 2----–-–----------------ს, ხოლო მედიკამენტის გაცემა მოხდა 2----–-–----------------ს, შპს ,,--------“-ს თანხის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

6.სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ დებულებაში მითითებულია თუ ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

პალატა, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-6 მუხლს მიხედვით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ სამედიცინო ვაუჩერი წარმოადგენს ამ პროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების ანაზღაურების ფინანსურ ინსტრუმენტს. ვაუჩერი შეიძლება იყოს მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეა ფიზიკური პირი ვაუჩერის მოსარგებლეს უფლება აქვს, შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურება მიიღოს პროგრამის ნებისმიერი მიმწოდებლისაგან, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე დადგენილების მე-8 მუხლი მიხედვით, სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პროგრამის განხორციელების დადგენილი წესის შესაბამისად. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლში, რომლის მიხედვით, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით.

 

პალატა განმარტავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში (დადგენილი ფორმის შესაბამისად), რომელიც მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული შემთხვევის დეტალურ კალკულაციას – საჭიროების შემთხვევაში; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამავე მუხლის მე-3 პუქნტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 მუხლის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება და წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.3.4. პალატა მოიხმობს ,,რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N 331 დადგენილება, რომლის მიხედვით, კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების, ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ (შემდგომში

– სამედიცინო დახმარების კომპონენტი) ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით და გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით. მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-51 პუნქტის მიხედვით კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/ საქონლის მიღება უნდა დაიწყოს საქართველოში არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ − არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში (დადგენილების ძველი რედაქცია ითვალისწინებდა გაზრდილ ვადებს), წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად. აღნიშნული ვადების ათვლა დაიწყოს კომისიის საოქმო გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ვადის გასვლის შემდეგ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ ითვლება გაუქმებულად. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევები ეცნობება კომისიას.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–--------------ის N--------- წერილით გ---–--------------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2----–-–--------------ის N--- სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიკამენტური მკურნალობის 1291 ლარის დაფინანსების თაობაზე (შპს ,-----------------–--''). 2-----–-–----------------ის N------ გასავლის ზედდებულით დგინდება, რომ შპს ,-----------------–--''-ს (მიმწოდებელი) გ---–-------------ს (მიმღები, პირადი N------------) მიეწოდა 1291 ლარის ღირებულების ფარმაცევტული საქონელი - ,,ა---------'' (ა-–----------–--------–-) ფხვნილი ლიოფილიზირებული, 100 მლ. ფლაკონი N 1 (სერია N--------; ვადა 0------). საქმის მასალებით, კერძოდ, 1--------- წ. N---------- შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს-ს სამედიცინო დაწესებულების მიერ 2----–-–----------------ს მოქალაქე გ---–-------------ისათვის გაცემული მედიკამენტის თანხა 1291 ლარის ოდენობით არ იქნა ანაზღაურებული, რასთან დაკავშირებითაც შპს ,-------------------–--''-ს ეცნობა, რომ დაწესებულების მიერ წარდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში პაციენტ - გ---–-------------ისათვის პრეპარატების გადაცემა მოხდა 2----–-–----------------ს, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიკაციის მიზნით, დადარების დროს აღმოჩნდა, რომ გ---–-------------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------ს, რის გამოც არ აუნაზღაურდა მოთხოვნილი თანხა.

 

პალატა განმარტავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით. ხოლო 23-ე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ პროგრამის მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვს მხოლოდ გაწეული ფაქტიური ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს პროგრამით დადგენილი ღირებულებისა.

 

დადგენილია, რომ შპს ,-----------------–--''-მ, როგროც პროგრამის მიმწოდებელმა 2----–-–----------------ს მომსახურება გაუწია მის ერთ-ერთ აფთიაქში ჯანდაცვის ვაუჩერის/თანხმობის წერილით მისულ პიროვნებას, რომელსაც თანხმობის წერილის შესაბამისად დაუფინანსდა მედიკამენტური მკურნალობა 1291 ლარის ოდენობით, ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2----–-–--------------ის N--- სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილების შესაბამისად. მიმწოდებელმა შპს ,-----------------–--''-მ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პირობების შესაბამისად მოახდინა დადგენილებით ნაკისრი პროგრამის მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება და თანხმობის წერილით მისულ პიროვნებას, გ---–-------------ის ოჯახის წევრს (მის ნდობით აღჭურვილ პირს) ამ უკანასკნელის მკურნალობის მიზნით მიაწოდა ონკოლოგიური მედიკამენტი ,,ა---------'', რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი 1--------- წ. N------ გასავლის ზედდებულით. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ვაუჩერი პერსონიფიცირებულია, მისი მესაკუთრე შეიძლება იყოს პირი ან პირთა წრე (ოჯახი, თემი და სხვა), ამდენად არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ გ---–-------------ი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებდა პირადად მიეღო ჯანდაცვის ვაუჩერის/თანხმობის წერილში მითითებული თანხის შესაბამის ფარმაცევტული პროდუქტი, შესაბამისად აღნიშნული წერილის წარდგენის საფუძველზე მიმწოდებელი არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ,,რეფერალური მომსახურების'' ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, ხოლო ასეთის განხორციელების შემთხვევაში კი ამ უკანასკნელის მიმართ გატარდებოდა შესაბამი საჯარიმო სანქციები, რასაც ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული დადგენილება.

 

ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სააღრიცხვო ბაზის (2----–-–----------ის მდგომარეობით) მონაცემებით, გ---–-------------ის გარდაცვალების თარიღია 2----–-–----------------ი (შპს ,-----------------–--''-ს ერთ-ერთი აფთიაქიდან -,,ფ-----------' (55) ფარმაცევტული პროდუქტის გატანა მოხდა 2----–-–----------------ს)). სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2----–-–---------------ის N--------- მომართვით დგინდება, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეესტრში არ არის რეგისტირებული ჩანაწერი გ---–-------------ის (პირადი N------------) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ მიმწოდებელს არ ჰქონდა ვალდებულება გადაემოწმებინა პაციენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ'' საქართველოს კანონის მიხედვით მას არ გააჩნდა წვდომა მოქალაქეთა გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასთან მიმართებაში, ამასთან პროგრამით მონაწილეს წარმოადგენდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელიც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად პირადად ვერ მოახდენდა ფარმაცევტული პროდუქტის მიღებას შესაბამისი აფთიაქიდან (რაც დასტუდება საქმის მასალებით), ხოლო თავის მხრივ კანონმდებლობით მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება ვაუჩერის/საგარანტიო წერილის/თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, წარმდგენ პირს გაუწიოს დასახელებულ დოკუმენტაციაში მითითებული თანხის ფარგლებში შესაბამის მომსახურება და არ მოსთხოვოს მას რაიმე სხვა სახის დოკუმენტაციის/დამატებითი თანხის წარდგენა. ამდენად, მიმწოდებელის მხირდან ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, რის გამოც სახეზეა მოთხოვნილი თანხის - 1291 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო იმ შემთხვევაში კი თუკი სხვა პირმა არაკეთილსინდისერად ისარგებლა გაცემული საგარანტიო წერილით, მაშინ მხარეს არ ერთმევა უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს დარღვეული უფლებისა თუ კანონით გათვალისწინებული ინტერესის დაცვა შესაბამის პროცედურების დაცვით.

 

2.3.5. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითებს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმე №ბს-544-535(კ-12), სადაც განმარტებულია, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. რის გათვალისწინებითაც, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის "უ" ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა