გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5855-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–-----“
წარმომადგენლები - კ------- ნ-----–---–ი, მ----- შ--–-----–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–- ქ--------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად არ არსებობს შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 28 თებერვალს, ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–-----ს“ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით (შემდგომში - ,,დადგენილება“) დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1; შემდგომში - პროგრამა), მე-3 და მე-4 მუხლებით.
მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების“ N1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, N1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, N1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება 2017 წლის პირველი მარტიდან.
სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ (ს.ფ. 27-30);
3.2. 2018 წლის 28 მარტს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა N0------ წერილით მიმართა ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს და დანართის სახით გადაუგზავნა ინფორმაცია მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე მშობიარობის საერთო რაოდენობისა და საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობის შესახებ.
მითითებული დანართის თანახმად, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–-----ში“ 2016 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენს 36%-ს, ხოლო 01.03.2017-28.02.2018 პერიოდში ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილია 38%. ამასთან, დანართში მითითებულია (D)=მშობიარობის საერთო რაოდენობა - 860, (N)=საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა - 324, CSE – 190.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 28 მარტის N0------ წერილი და მისი დანართი (ს.ფ. 92-93);
3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N0-------. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.
გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა მონაცემები შესაბამის დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 1 მარტს) მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის, მისი შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სათანადო მაჩვენებელთან შესაბამისობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პერიოდში ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობის (ხელოვნური კოდი CSE) თაობაზე. სააგენტომ მიუთითა, რომ მიღებული ინფორმაციით, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ მიერ დარღვეულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კ-–-----ს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 57000,00 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება N0------- (ს.ფ. 20);
3.4. 2018 წლის 31 მაისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა N0------- წერილით მიმართა ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს და დანართის სახით გადაუგზავნა დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებში (მითითებული საიდენტიფიკაციო კოდისა და მისამართის მიხედვით) 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე დაფიქსირებულ მშობიარობის საერთო რაოდენობის, საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაგზავნილი საკეისრო კვეთის რაოდენობის შესახებ. ამავე წერილში მიეთითა: (D)=მშობიარობის საერთო რაოდენობა - დაბადება გარდაცვალების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული მშობიარობის საერთო რაოდენობა, მშობიარობის თარიღის მიხედვით; (N)=საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა - დაბადება გარდაცვალების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობა, მშობიარობის თარიღის მიხედვით; (%) საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი (2017.03.01-2018.02.28) - საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა/მშობიარობის საერთო რაოდენობა *100; CSE (საყოველთაოში გადაგზავნილი) - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაგზავნილი შემთხვევების რაოდენობა, სადაც ხელოვნურ კოდში ფიქსირდება “CSE’’. მონაცემები ასახავს 2018 წლის 19 მაისის ბაზის მდგომარეობას და პერიოდი აღებულია პაციენტის გაწერის თარიღის მიხედვით.
მითითებული წერილის დანართის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–-----ში“ 2016 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენს 36%-ს, ხოლო 01.03.2017-28.02.2018 პერიოდში ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილია 38%. ამასთან, დანართში მითითებულია (D)=მშობიარობის საერთო რაოდენობა - 861, (N)=საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა - 325, CSE – 207.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 31 მაისის N0------- წერილი და მისი დანართი (ს.ფ. 94-95);
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის დაჯარიმების შესახებ“ კ-–-----მ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით 2018 წლის 11 ივნისს (სააგენტოში რეგისტრირებული - 12.06.2018წ, N5----). სააგენტოს მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მიღებული იქნა N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ 2018 წლის 11 ივნისის N0---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე მიმწოდებელს ეცნობა სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის N0------- გადაწყვეტილებით. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების პროგრამული ხარვეზის გამო, გასწორდა/დაზუსტდა საჯარიმო სანქციის ოდენობა. საჯარიმო სანქციები შეადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე გადმოცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (207) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), სულ, საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 62 100 ლარით.“
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ 2018 წლის 11 ივნისის N0---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 21-23).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის N102 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N577 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების შესახებ და ამავე სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დებულებებთან.
6.2. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
მითითებული პროგრამის პირველი მუხლით დადგენილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზნები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი).
სასამართლო მიუთითებს, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან, თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 თებერვალს ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–-----ს“ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების“ N1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, N1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, N1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, განისაზღვა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - ხელმოწერის დღიდან 2018 წლის პირველ მარტამდე.
6.3. სასამართლო მიუთითებს, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის N102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2017 წლის 1 მარტი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N577 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2018 წლის 1 იანვარი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში. მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება ამოქმედდებოდა გამოქვეყნებისთანავე (დადგენილება გამოქვეყნებული იქნა 2018 წლის 17 აპრილს). ამასთან, მითითებული მუხლის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა N0------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–-----ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია 57 000 ლარის ოდენობით, ხოლო სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილებით გასწორდა 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობა და განისაზღვრა 62 100 ლარით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში კ-–----ის დაჯარიმების საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი, შემდეგი ფორმულირებით: ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 17 აპრილს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის, ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლმა, ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების გავრცელება დაადგინა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააგენტომ შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ მიერ პროგრამისა და 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია კ-–----ის მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის მშობიარობათა საერთო რაოდენობაში შემცირების ტენდენციის არარსებობა. ამდენად, კ-–-----ში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე მოთხოვით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის განსხვავებული რედაქციები. სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული იქნა პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგი რედაქცია: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (01.03.2017-28.02.2018) არ მოქმედებდა, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უხეშად დაირღვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება, რამეთუ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილება არსებითად დაეფუძნა უკანონო სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად მიღებულ 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების გარდამავალ დებულებებში მითითებული პირობა - 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელების თაობაზე, არსებითად უკავშირდება ამავე დადგენილებით პროგრამის მე-4 მუხლის პირობების ცვლილებას და არა მე-19 მუხლის 22-ე პუნქტს, თუმცა 2017 წლის 1 აპრილამდე რედაქციით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ანალოგიურად, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული ნორმებით და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ 2018 წლის 11 ივნისის N0---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ეხება სწორედ პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში განხორციელებულ ცვლილებას. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში მითითებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის რედაქცია ვრცელდება მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად, შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმება სააგენტოს მიერ განხორციელდა არა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული, არამედ, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმის საფუძველზე.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მართალია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში მითითებულია გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმა, თუმცა სააგენტომ შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება განახორციელა შემოწმების პერიოდში მოქმედი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე. მოპასუხის პოზიციით, მართალია სააგენტოს მიერ განხორციელდა კ-–----ის საქმიანობის არა ყოველი 6 თვის პერიოდის, არამედ 1 წლის პერიოდის შემოწმება, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს ორი 6 თვიანი პერიოდის ჯამს. ამასთან, მისივე განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 1 წლის ვადით, სააგენტოს მიერ შემოწმება განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების დასრულების, ანუ ერთი წლის გასვლის შემდგომ.
სასამართლო მიუთითებს 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამდენად, დასახელებული ნორმის ზემოაღნიშნულმა რედაქციამ ცალსახად დაადგინა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 1 მარტიდან) 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სააგენტოს გადაწყვეტილებაში და შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მიმწოდებლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მატერიალური საფუძვლები, აქტები გამოცემულია არასწორი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რაც შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
7.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის, კერძოდ, ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის - 3000 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარმომადგენლის მომსახურების საფასურად გადახდილი თანხა შეადგენს 3000 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ არაქონებრივ დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ დაჯარიმების შესახებ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
4. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის მოსარჩელე - შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის მოსარჩელე - შპს ,,დ----- დ------–---–ის კ-–----ის“ სასარგებლოდ ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე