განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310118002567624
საქმე №3ბ/2278 -19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - ნინო ჭაბუკიანი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე-----------–---–ი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1.2 შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ქვემოთ მითითებული ჩანაწერის „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილება შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ 2018 წლის 15 მაისის №1----- და 2018 წლის 05 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.1. 2017 წლის 28 თებერვალს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ს’’ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით (შემდგომში -,,დადგენილება“) დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1; შემდგომში - პროგრამა), მე-3 და მე-4 მუხლებით.
მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების’’ №1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, №1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება 2017 წლის პირველი მარტიდან.
სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ.
ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს.
ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე.
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №0-------. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით’’.
გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა მონაცემები შესაბამის დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 1 მარტს) მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის, მისი შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სათანადო მაჩვენებელთან შესაბამისობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პერიოდში ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობის (ხელოვნური კოდი CSE) თაობაზე. სააგენტომ მიუთითა, რომ მიღებული ინფორმაციით, შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ მიერ დარღვეულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კლინიკას დაეკისრა საჯარიმო სანქცია 203700,00 (ორას სამი ათას შვიდასი ლარის) ლარის ოდენობით.
3.3. 2018 წლის 04 მაისს შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ გენერალურმა დირექტორმა წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და სთხოვა ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარიმო სანქციის თაობაზე სააგენტოში შესულ გადაწყვეტილებას. ასევე, კონკრეტულად მიეთითებინათ საჯარიმო სანქციის გაანგარიშების საფუძველი.
აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებით შპს ,,ა--------------------–--------------–----------------–---------–-----–------ის’’ გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით’’.
გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებით, პერინატარული მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს, 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის 51% ნაკლებობის შემთხვევაში, საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პირობა არ განსაზღვრიათ, 51% და მეტის შემთხვევაში, მიეცათ უფლება თავად მიეთითებინათ ასეთი მაჩვენებელი, თუმცა ზოგადად, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის კლების ვალდებულება.
მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მიმწოდებლის მიერ მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების მაჩვენებელი არ განსაზღვრულა. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 58%, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამ მაჩვენებელმა, შემცირების ნაცვლად შეადგინა დაახლოებით 62%, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობის დარღვევას და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველს.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო ცენტრის დირექტორს ეცნობა, რომ საჯარიმო სანქციები შეადგენდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე, გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (735) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), სულ საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 220 500 ლარით.
3.4. 2018 წლის 15 მაისს შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ გენერალურმა დირექტორმა №1-----, ხოლო 2018 წლის 05 ივლისს №1----- ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ 2018 წლის 15 მაისის №1----- და 2018 წლის 05 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე მიმწოდებელს ეცნობა სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით, რომლითაც დაშვებულ იქნა შეცდომა გამოთვლის დროს. კერძოდ, საჯარიმო სანქციის პროგრამული გამოთვლის დროს დაშვებულ იქნა შეცდომა მისი ოდენობის განსაზღვრის დროს და რეალურად საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს არა 203700 ლარს, არამედ 220500 ლარს.
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილება შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ 2018 წლის 15 მაისის №1----- და 2018 წლის 05 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
მითითებული პროგრამის პირველი მუხლით დადგენილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზნები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი).
სასამართლომ მიუთითა, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან, თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო- ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 თებერვალს, ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ს’’ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების’’ №1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, №1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება 2017 წლის პირველი მარტიდან. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში კი მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე.
სასამართლომ მიუთითა, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის N102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2017 წლის 1 მარტი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N577 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2018 წლის 1 იანვარი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში. მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება ამოქმედდებოდა გამოქვეყნებისთანავე (დადგენილება გამოქვეყნებული იქნა 2018 წლის 17 აპრილს). ამასთან, მითითებული მუხლის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №0-------. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით’’. აღნიშნული გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ მიერ დარღვეული იყო პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, არ ფიქსირდებოდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კლინიკას დაეკისრა საჯარიმო სანქცია 203700,00 (ორას სამი ათას შვიდასი ლარის) ლარის ოდენობით.
სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილება, რომელშიც აღინიშნა, რომ 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებით, პერინატარული მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს, 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის 51% ნაკლებობის შემთხვევაში, საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პირობა არ განსაზღვრიათ, 51% და მეტის შემთხვევაში, მიეცათ უფლება თავად მიეთითებინათ ასეთი მაჩვენებელი, თუმცა ზოგადად, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის კლების ვალდებულება. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მიმწოდებლის მიერ მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების მაჩვენებელი არ განსაზღვრულა. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 58%, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამ მაჩვენებელმა, შემცირების ნაცვლად შეადგინა დაახლოებით 62%, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობის დარღვევას და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველს. შესაბამისად, საჯარიმო სანქციები შეადგენდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე, გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (735) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), სულ საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 220 500 ლარით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 17 აპრილს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებებით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის, ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილების მე-2 მუხლმა, ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების გავრცელება დაადგინა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააგენტომ შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ მიერ პროგრამისა და 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია კლინიკის მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის მშობიარობათა საერთო რაოდენობაში შემცირების ტენდენციის არარსებობა. ამდენად, კლინიკაში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე მოთხოვით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის განსხვავებული რედაქციები.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული იქნა პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგი რედაქცია: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებებით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (01.03.2017-28.02.2018) არ მოქმედებდა, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, რამეთუ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები არსებითად დაეფუძნა ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის დაჯარიმება, არა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული, არამედ, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმის საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამდენად, დასახელებული ნორმის ზემოაღნიშნულმა რედაქციამ ცალსახად დაადგინა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის’’ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 1 მარტიდან) 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სააგენტოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათ ხელშეკრულების არცერთი ნორმით არ აუღიათ ვალდებულება საკეისრო კვეთების შემცირებაზე, რადგან ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტში არ მიუთითებით რაიმე მაჩვენებელი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია მხარეთა შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამის ველში არ არის დაფიქსირებულ საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორციის პროცენტი, რისი განსაზღვრა და ხელშეკრულებაში დაფიქსირება მოსარჩელის პრეროგატივა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მან იკისრა ვალდებულება საკეისრო კვეთების ზოგადად შემცირებაზე (იხ. 28.02.2017 წლის ხელშეკრულების 5.3. პუნქტი), ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი №2 (იხ. ს.ფ. 24-29), სადაც მითითებულია საანგარიშო წლის (2017 წელი) წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარეთა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი, რაც შეადგენდა 58%-ს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კი მიმწოდებელმა არა თუ შეამცირა მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით საკეისრო კვეთების რაოდენობა, არამედ გაზარდა და საბოლოო ჯამში, მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან საკეისრო კვეთებმა შეადგინა 62%, აღნიშნული კი საკეისრო კვეთების რაოდენობის მომატებაზე მიუთითებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 აპრილიდან, რადგან სასამართლომ მიიჩნია აღნიშნული მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის „გ.ბ“ პუნქტი უნდა გავრცელებულიყო 2018 წლის 01 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და არ გადავადებულა/გაუქმებულა მანამდე არსებული რედაქციების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის 01 აპრილამდე ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს მანამდე არსებული ნორმების მოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო აქტების გამოტანის დროს, მოპასუხეს უნდა გამოეყენებინა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ის რედაქციები, რომელიც მოქმედებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2017 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე, უნდა გამოეყენებინა 2017 წლის 22 თებერვლის რედაქცია (102-ე დადგენილება), ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან ხელშეკრულების დასრულებამდე 2017 წლის 28 დეკემბრის რედაქცია (577-ე დადგენილება)), მათ საფუძველზე უნდა დაედგინა რა პერიოდში ჰქონდა ადგილი საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის გადაჭარბებას და დადგენილი მონაცემების საფუძველზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რის გამოც, ისინი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებები, შესაბამისად გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1 შპს "ა-----------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა არა თუ შეამცირა მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით საკეისრო კვეთების რაოდენობა, არამედ გაზარდა და საბოლოო ჯამში, მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან საკეისრო კვეთებმა შეადგინა 62%, აღნიშნული კი საკეისრო კვეთების რაოდენობის მომატებაზე მიუთითებს. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რას ეყრდნობა მოსამართლე ზემოაღნიშნული მსჯელობის ჩამოყალიბებისას, საქმის მასალებით არ დასტურდება, მხარეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, სადღაც მითითებული იქნება საკეისრო კვეთების რაოდენობის პროცენტული ზრდა.
აპელანტი ასევე არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 აპრილიდან, აღნიშნული მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის „გ.ბ“ პუნქტი უნდა გავრცელებულიყო 2018 წლის 01 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და არ გადავადებულა/გაუქმებულა მანამდე არსებული რედაქციების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის 01 აპრილამდე ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს მანამდე არსებული ნორმების მოქმედება, პირველი ინსტანციაში საქმის განხილვისას დეტალურად და ამომწურავად გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ დადგენილების მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი უნდა გავრცელებულიყო 2018 წლის 01 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე და აღნიშნული რეგულაცია ამ ჩანაწერით საერთოდ იქნა იგნორირებული, ანუ საჯარიმო სანქცია მანამდე არსებულ პერიოდზე საერთოდ არ მოქმედებდა, სწორედ ეს იყო ამ ცვლილების განხორციელების პრემიერის ნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება აპელანტის სააპელაციო საჩივარი.
5.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს „ა-----------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებასდა მიუთითებს, პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის 102 დადგენილებით „პროგრამაში“ განხორციელდა სხვადასხვა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შორის ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქრი და მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე, ამავე პროგრამის და ამავე პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.
ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით აპელანტი განმარტავს, რომ მიმწოდებელსა და სააგენტოს შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება (სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ). ხელშეკრულების პირობების (მათ შორის 2018 წლის 01 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით შეტანილი ცვლილებების) მიხედვით:მხარეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დადგენილებით (იგულისხმება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36 დადგენილება), აგრეთვე წინამდებარე ხელშეკრულებით, (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი) - „მიმწოდებელმა“, როგორც პერინატარული მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის სამედიცინო დაწესებულებამ, იკისრა ვალდებულება მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების შემცირების შესახებ. (ხელშეკრულების 5.1. და 5.3. პუნქტები) (მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ხელშეკრულებაში „მიმწოდებლის“ მიერ არ მომხდარა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან შემცირების პროპორციის პროცენტის განსაზღვრა, ვალდებულა შემცირებაზე „მიმწოდებლის“ მხრიდან აღებულ იქნა); - ხელშეკრულების 5.1. 5.2. და 5.3. პუნქტების (საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირება) დარღვევის შემთხვევაში, თუ მშობიარეთა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში საკეისრო კვეთების რაოდენობის, საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება „პროგრამის“ 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. (ხელშეკრულების 5.6.2. პუნქტი) - მიმწოდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის დადგენილების 1 დანართის მე-19 და მე-191 მუხლების შესაბამისად. (ხელშეკრულების მუხლი 7) - ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდება 2017 წლის 01 მარტიდან და ხელშეკრულება მოქმედებს მომდევნო 13 თვის განმავლობაში. (ხელშეკრულების 3.1. პუნქტი და მე-11 მუხლი) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აპელანტი აგრეთვე სასამართოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ნორმატიული აქტი რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ და რომ ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ — კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი (მუხლი 22).
აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, „პროგრამაში“ 2017 წლის 22 თებერვლის 102 დადგენილებით შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდა დადგენილი წესით და ეს ცვლილებები ამოქმედდა 2017 წლის 1 მარტიდან.
სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის (2017 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 01 აპრილამდე) განმავლობაში, „პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და/ან მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ძალაში იყო შესული, სავალდებული იყო მათი მოთხოვნების დაცვა და ამ პერიოდის განმავლობაში მათ მოქმედებაში (ძალაში ყოფნა) ეჭვის შეტანა არ შეიძლება და სხვაგვარი მსჯელობა მოკლებულია ყველანაირ სამართლებრივ დასაბუთებას.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოში (2017 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 01 აპრილამდე) პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და/ან მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ძალაში ყოფნას ადასტურებს ის გარემოებებიც, რომ აღნიშნულ ნორმებში, ამ პერიოდის განმავლობაში, საქათველოს მთავრობის დადგენილებებით შეტანილ იქნა ცვლილებები (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილი 208; 2017 წლის 7 ივლისი No335 და 2017 წლის 28 დეკემბერი 577 დადგენილებები).
აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიმწოდებლისათვის, როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის დროს (2017 წლის 28 თებერვალი), ისე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში (2018 წლის 01 პრილამდე) ცნობილი იყო, რომ მის მიერ აღებული ვალდებულების (საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირება) შეუსრულებლობის/დაუცველობის შემთხვევაში მას დაეკისრებო საჯარიმო სანქცია.
აპელანტი არ ეთანხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის 180 დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, ამ დადგენილების პირველი მუხლით „პროგრამაში“ შეტანილი ზოგიერთი ცვლილებების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 01 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, რადგან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის 180 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით სხვადასხვა ცვლილებები იქნა შეტანილი „პროგრამაში“; მათ შორის, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-19 მუხლის 22-ე პუნქტმა. ახალი რედაქციიდან გამომდინარე, ამ დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, ამ ახალი რედაქციის მქონე ნორმების მოქმედება გავრცელდა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე. სხვა მიზანი და/ან დანიშნულება ამ ნორმების დროში ამოქმედებას არ გააჩნია და შეუძლებელიც არის რაიმე დამატებითი უკუძალის მნიშვნელობის მინიჭებაც.
რაც შეეხება იმას, რომ 2017 წლის 28 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში არ იქნა დაფიქსირებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორციის პროცენტი, აპელანტი განმარტავს, რომ მართალია მხარეთა შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულების შესაბამის ველში, არ არის დაფიქსირებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორციის პროცენტი, რისი განსაზღვრაც და ხელშეკრულებაში დაფიქსირებაც თვითონ მიმწოდებლის პრეროგატივა იყო. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მან იკისრა ვალდებულება საკეისრო კვეთების ზოგადად შემცირებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების არასწორი შეფასებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „ა-----------------–-------------–-----------------–---------–-----–------ი“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის დროში მოქმედების ფარგლების დადგენა, რა მიზნითაც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან, თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს.
საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ 2017 წლის 28 თებერვალს ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს „ა-----------------–-------------–-----------------–---------–-----–------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების“ N1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, N1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, N1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის N102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2017 წლის 1 მარტი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N577 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2018 წლის 1 იანვარი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში. მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება ამოქმედდებოდა გამოქვეყნებისთანავე (დადგენილება გამოქვეყნებული იქნა 2018 წლის 17 აპრილს). ამასთან, მითითებული მუხლის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა №0------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ს’' დაეკისრა საჯარიმო სანქცია 203700 ლარის ოდენობით, ხოლო სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებით გასწორდა 2018 წლის 27 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობა და განისაზღვრა 220 500 ლარით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებაში მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი, შემდეგი ფორმულირებით: ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.
პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 17 აპრილს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებით შპს „ა-----------------–-------------–-----------------–---------–-----–------ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის, ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლმა, ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების გავრცელება დაადგინა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააგენტომ შპს „ა-----------------–-------------–-----------------–---------–-----–------ის“ მიერ პროგრამისა და 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია კლინიკის მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის მშობიარობათა საერთო რაოდენობაში შემცირების ტენდენციის არარსებობა. ამდენად, კლინიკაში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე მოთხოვით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის განსხვავებული რედაქციები.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული იქნა პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგი რედაქცია: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (01.03.2017-28.02.2018) არ მოქმედებდა, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უხეშად დაირღვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება, რამეთუ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილება არსებითად დაეფუძნა სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად მიღებულ 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების გარდამავალ დებულებებში მითითებული პირობა - 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელების თაობაზე, არსებითად უკავშირდება ამავე დადგენილებით პროგრამის მე-4 მუხლის პირობების ცვლილებას და არა მე-19 მუხლის 22-ე პუნქტს, თუმცა 2017 წლის 1 აპრილამდე რედაქციით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ანალოგიურად, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული ნორმებით და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ეხება სწორედ პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში განხორციელებულ ცვლილებას. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 ივნისის №0------- გადაწყვეტილებაში მითითებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის რედაქცია ვრცელდება მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად, შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ დაჯარიმება სააგენტოს მიერ განხორციელდა არა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული, არამედ, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო დამატებით კვლავ მიუთითებს 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამდენად, დასახელებული ნორმის ზემოაღნიშნულმა რედაქციამ ცალსახად დაადგინა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ა-----------------–-------------–-----------------–---------–-----–------ის“ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 1 მარტიდან) 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სააგენტოს გადაწყვეტილებაში და შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მიმწოდებლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მატერიალური საფუძვლები, აქტები გამოცემულია არასწორი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შესაბამისად შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს დასაბუთებულად და თვლის, რომ სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ზაკ-ის 601 მუხლით განსაზღვრული პირობები, რაც ქმნის შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის’’ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლების საფუძველზე ბათილადაა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ აქტებზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №0------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა კვლავ სახეზეა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც ქმნის სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გაზიარების უარის თქმის საფუძველს. ამდენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 150 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 384-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის №0------- და 2018 წლის 20 ივნისის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება;
7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ნანა დარასელია