განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110310018002463948
საქმე №3/ბ-57-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი _ შპს „რ---------–---------–----–------ი“
წარმომადგენელი _ ა--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი _ ი----------------–---–ი
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „რ---------–---------–----–------ის“ სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 15 მაისს შპს „რ---------–---------–----–------მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი:
- შპს ,,რ---------–---------–----–------ის" (ხ---------–ი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის 0------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N2------------ შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N1--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს " რ--------–-------------–----–------ის" 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის 1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. აღნიშნულის შედეგად გამოიცა შემოწმების აქტი, რომელშიც განისაზღვრა შპს ,,რ---------–---------–----–------ზე" დარიცხული ჯარიმები, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობის ასლები, რომლებიც გამოცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ რ---------–---------–----–------ის მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზი აღმოიფხვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში:
- ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,რ---------–---------–----–------ის" (ხ---------–ის) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის 0------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N2------------ შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტი. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმინილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წაროდგენილი ადინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N1--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და 2017 წლის 15 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამმართვებრივი აქტის გამოცემა.
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბრის N2------------ შემოწმების აქტის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 55331.2 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 17040.07 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 38290.5 ლარს;
რ---------–---------–----–------ის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N2------------ შემოწმების აქტი, რაზეც ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) მიერ მიღებულ იქნა 2018 წლის 11 იანვრის N1--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
რ---------–---------–----–------ის ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულების შემოწმების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევის ფაქტი. ბენეფიციართა რეესტრში 488 ბენეფიციარი, რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში 22 ფურცლად; 463 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის: 46 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 208 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 138 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი; 66 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია, ფიქსირდება სხვა პიროვნება ან დაფიქსირებულია არასრულყოფილი მონაცემები; 5 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას მიღებული არ ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტებით;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. ამავე დანართის მე-4 მუხლი განსაზღვრავს პროგრამის მიმწოდებლის ცნებას, კერძოდ, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. რა დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევის ფაქტი. ბენეფიციართა რეესტრში 488 ბენეფიციარი, რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში 22 ფურცლად; 463 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის: 46 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 208 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 138 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი; 66 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია, ფიქსირდება სხვა პიროვნება ან დაფიქსირებულია არასრულყოფილი მონაცემები; 5 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას მიღებული არ ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტებით; მოსარჩელე მხარე სადაოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ შემოწმების მომენტში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარების პირადობის მოწმობის ასლები; მართალია, მანვე მიუთითა, რომ შემმოწმებელ ჯგუფს დამატებით წარუდგინეს 68 ცალი პირადობის მოწმობის ასლი, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, ის მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლოში საქმის განხილვისას უტყუარი მტკიცებულებებით ვერ გააბათილა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტი.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლით გათვალისწინებულია ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბრის N2------------ შემოწმების აქტის მე-8 პუქნტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 55331.2 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 17040.07 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 38290.5 ლარს; საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულების მიმართ N2------------ შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტში მითითებული დარღვევის არ არსებობა მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა უტყუარი მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N1--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N2------------ შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტი, ასევე კანონიერია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N1--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,რ---------–---------–----–------მა’’, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში სასამართლოს მითითებული აქვს, რომ შემმოწმებელ ჯუფს ხ---------–ის კლინიკის მიერ წარდეგინა 68 ცალი პირადობის მოწმობის ასლი, თუმცა ვერ დაადასტურა აღნიშნული. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ განმარტებულ იქნა, რომ კლინიკის წარმომადგენლებმა შემმოწმებელ ჯგუფს წარუდგინეს პირადობის მოწმობის ასლები, რომლებიც მათ მიერ არ იქნა მიღებული. აღნიშნული პირადობის მოწმობის ასლები წარდგენილ იქნა ერთჯერადი გასაჩივრების დროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა მათ მიერ ასევე გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული, რომ წარდგენილი პირადობის მოწმობის განხილვა არ მომხდარა, დაფიქსირდა მოსარგებლეთა რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში ამ დოკუმენტების გაცემის ფაქტი და მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ამასთან მხედველობაში არ იქნა მიღებული შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულების მიერ დაწყებული ბენეფიციარების აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა პირადობის მოწმობის ასლების დამატება. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის გარდა. ამდენად ბენეფიციართა თანხმობის ფორმებს შემოწმების ეტაპზე პერიოდულად ემატებოდა პირადობის მოწმობის ასლები, რაც სავალდებულო ხასიათს ატარებს. სადავოდ ქცეულ აქტში კი აღნიშნული არ არის გათვალისწინებული და დარიცხულია ჯარიმა იმ ბენეფიციარებზეც რომელთა დოკუმენტაციაც სრულად არის შევსებული, შესაბამისად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული აქტი იმ ბენეფიციარების ჯარიმის ნაწილში, რომელთა დოკუმენტაცია სრულად იყო წარმოდგენილი შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ მიერ.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი უფლება ადამიანის უფლებათა შორის, რომელიც მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში. ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 და მე-13 მუხლები ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ვალდებულებას ღებულობენ ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადეკვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობების, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადეკვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისთვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები. ამ მნიშვნელოვანმა უფლებამ ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება. შესაბამისად სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ხ---------–ის კლინიკის მიერ უპირატესი უფლებების პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის საკითხი, რაც პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში გამოხატა.
აპელანტის განმარტებით სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 203-ე უხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფებამოსილია ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს, აგრეთვე შეიცვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დავის განხილვის ეტაპზე, მოპასუხე მხარის მიერ გადასინჯვის შემდგომაც არ იქნა გათვალისწინებული აპელანტის მოთხოვნები. ამდენად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვა და მოითხოვა შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 11 იანვრის N1--------- წ. საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც შემმოწმებელმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს სადაო აქტის 7.3.2 პუნქტში დასახელებული შემთხვევების ხელახალი შესწავლა და შეფასება, საჭიროებისამებრ და საჩივრის ავტორის არგუმენტების საფუძვლიანობის დადასტურებისას სადავო აქტში ცვლილებების შეტანა დადგენილი წესით და აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მიმწოდებლისა და სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ინფორმირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე მოითხოვა თემატური შემოწმების 2017 წლის 31 ოქტომბრის N2------------ აქტის 7.3.2 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც 208 შემთხვევაში (378 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. რა დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევის ფაქტი. ბენეფიციართა რეესტრში 488 ბენეფიციარი, რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში 22 ფურცლად; 463 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის: 46 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 208 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 138 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი; 66 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია, ფიქსირდება სხვა პიროვნება ან დაფიქსირებულია არასრულყოფილი მონაცემები; 5 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას მიღებული არ ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტებით; მოსარჩელე მხარე სადაოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ შემოწმების მომენტში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარების პირადობის მოწმობის ასლები; მართალია, მანვე მიუთითა, რომ შემმოწმებელ ჯგუფს დამატებით წარუდგინეს 68 ცალი პირადობის მოწმობის ასლი, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, ის მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლოში საქმის განხილვისას უტყუარი მტკიცებულებებით ვერ გააბათილა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
ზემოაღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. დადგენილებით განსაზღვრულია მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, ასეთს კი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო. ამასთან, დებულებაში მითითებულია ასევე თუ ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
დადგენილების მე-19 მუხლით გათვალისწინებულია ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბრის N2------------ შემოწმების აქტის მე-8 პუქნტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 55331.2 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 17040.07 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 38290.5 ლარს;
საქმეში არსებული მასალებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,რ---------–---------–----–------ის" ხ---------–ის სამედიცინო დაწესებულების მიმართ N2------------ შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტში მითითებული დარღვევის არ არსებობა როგორც რაიონულ ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე (აპელანტმა) მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. კერძოდ დადგენილია, რომ 7.3.2 პუნქტის მიხედვით შპს ,,რ---------–---------–----–------ის" შემოწმების შედეგად 208 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ახლდა მოსარგებლეთა პირადობის მოწმობები. აღნიშნული გაასაჩივრა შპს ,,რ---------–---------–----–------მა" რაც კომისიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი პირადობის მოწმობის ასლები ვერ იქნებოდა დართული მოსარგებლის თანხმობის ფორმაზე მათი რეგისტრაციის დროს, რადგან დაფიქსირდა ამ დოკუმენტების გაცემის ფაქტი მოსარგებლეთა დარეგისტრირების შემდეგ. გარდა აღნიშნულისა შემოწმების დროს მიმწოდებელს წერილობით მოეთხოვებოდა ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რაც უკავშირდება შემოწმების თემატიკას და ამისთვის პროგრამა ითვალისწინებს არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში მიწობედის ვალდებულებას (პროგრამის 20.5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი), რაც მხარის მიერ არ შესრულებულა.
ამდენად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N1--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" 2017 წლის 14 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი) კანონიერია და დაბაბუთებული.
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ შპს ,,რ---------–---------–----–------ის" მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ---------–---------–----–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი