განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2018
საქმის ნომერი
330310016001448973
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001448973

საქმე №3ბ/991-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - თამარ ონიანი, გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს-------- და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----“

წარმომადგენლები - ნ---- ბ-------–---–ი, ს---–--- ა---------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარის - შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს-------- და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2-----------–-ს N0------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 2--------ს N0------- გადაწყვეტილება შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ 2016 წლის 1--------ის N2---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ გაიცა სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N9--. ბარათის თანახმად, ვ-–-------- ზ---------–---–ის კ-–-----ში შესვლის თარიღად დაფიქსირდა 2015 წლის 2-------------ი, ხოლო კლინიკიდან გაწერის თარიღია: 1---------წ.

 

ამონარიდით ჟურნალიდან დგინდება, რომ 2015 წლის 2-------------ს, 15:30 სთ-ზე კ-–-----ში კიდურის სხვა ნაწილის ფლეგმონიის დიაგნოზით შევიდა ვ-–-------- ზ---------–---–ი, რომელიც კლინიკიდან გაეწერა 2015 წლის 1--------------ს. ამავე ამონარიდის თანახმად, იგი ექცეოდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში და ექვემდებარებოდა მის მიერ თანხის 30%-ის გადახდას.

 

ამონარიდის თანახმად, 2015 წლის 0--------------ს ავადმყოფი გაშვებული იქნა ბინაზე რამდენიმე საათით, თუმცა 0---------------------ს პაციენტი კ-–-----ში არ დაბრუნებულა. არსებული ჭრილობიდან სისხლდენის გამო, 2015 წლის 1--------------ს პაციენტი კვლავ შევიდა სტაციონარში.

 

N5-- ოპერაციის პროტოკოლით დგინდება, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ს (ბარათის N9--) 2015 წლის 2-------------ს გაუკეთდა ოპერაცია, რომლის დასახელებაა „ფ-–---------------------–--------------------------“.

 

N5-- ოპერაციის პროტოკოლის თანახმად, ვ-–-------- ზ---------–---–ს 2015 წლის 1--------------ს გაუკეთდა ოპერაცია, რომლის დასახელებაა „ი---–-----------------–---------------–-------------–-----–--------“.

 

შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ მომზადებული კალკულაციის თანახმად, ვ-–-------- ზ---------–---–ის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 5560,00 ლარი, საიდანაც პაციენტს უნდა აენაზღაურებინა 1137,00 ლარი, ხოლო სადაზღვევოს - 4423,00 ლარი. ამასთან, პაციენტის მიერ გახდილი იყო 1081,5 ლარი, ხოლო გადასახდელი თანხა შეადგენდა 55,5 ლარს.

 

შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ 2015 წლის 1-----------ს დამოწმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV – 100/ა) (ავადმყოფობის ისტორია N9--) თანახმად, ვ-–-------- ზ---------–---–ის ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო შემდეგი: „მ–----. შემოსვლისას მდგომარეობა მძიმე. გამოხატულია ი----------–-ა. ჰ---------------–-----–-------------–----------------. სათანადო მომზადების შემდეგ 29.09 2015წ. ჩატარდა ოპერაცია (18:00-18:45). ფლეგმონის გახსნა, ფასციის ამოკვეთა მიოტომია (NCSM19—NCXX05) დიაგნოზით კიდურის სხვა ნაწილის (მარჯვენა მხარი, იდაყვი, წინამხარი) ფლეგმონა L 03.1. ო-----–----–------------------–-----------------------------–---------–--–-------------------–------------–-----------------------------–------------–---------–-------------------------–------------------------------------------–------------–---------------------------–------------------------------–---------------–-------–---------------------------–-----------–----–-----------–---–----------–------------–----------------------–---------------. ჩ-------------------------------------–-------–------------–---–--------------------------------------–---------–-----------------------------------------–------------------------–-----------------------------------–----–------------–----------------------------–---------------------–-----------------------------------–--------------------------------------------------------------–------------------–----------------–-----------–---–--------------------------------------–--------------–---–---------------------------------–----------- მ–---- ა-----------------------------------–------------------------–------------–---–----------------------–------------–-------------------–-----------------–-------------------------------------------------------------------------–-----------–----–-----------–---–--------------------------------------–-----------------------------------------------------------–----------------–-----------–---–----------–---------------------–---------–-------------–--------------------–----–----------------–--------–-–-- 1--------------ს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2-----------–-ს N0------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწვდილი ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლე ვ-–-------- ზ---------–---–ი შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----ში“ იწვა ორჯერ: 29.09.2---–--------------–----------------წ. – 1---------წ., თუმცა შემთხვევის რეგისტრაციის მოდულში იგი გადაცემულია როგორც ერთი შემთხვევა - N2---------. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან არ ემთხვევა ელექტრონულად გადაცემული (მონიტორის მიერ მიწოდებული) და კლინიკის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად მიღებული ინფორმაცია, აღნიშნულ შემთხვევას მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

ამონარიდით „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრიდან N3--------------------------- დგინდება, რომ შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ წარდგენილი განსახილველი შემთხვევის ნომერი არის N2---------, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში) – 4373, შემთხვევის სტატუსი - არ ანაზღაურდება.

 

შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----მ“ 2016 წლის 1--------ს N4---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 4373 (ოთხიათასსამასსამოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურება სრულად.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 2--------ს N0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ 2016 წლის 1--------ის N4---- (კ-–-----ში შესვლის თარიღი და ნომერი: 2016 წლის 1--------ი, N2----) ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 2-----------–-ს N0------- გადაწყვეტილებისა და მასზე დართული „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის (N3---------------------------) ბათილად ცნობის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, არ იქნა დაცული პაციენტის სამედიცინო დახმარების უწყვეტობა და არასწორედ იქნა შეფასებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც გართულდა იგი. კ-–----- არ უარყოფს, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაციისას, პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული და შესაძლებელია დამდგარიყო ფატალური შედეგი.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" N36 დადგენილება, რომლითაც ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. დადგენილებით განსაზღვრულია მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, ასეთს კი წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (განმახორციელებელი). ამასთან, დებულებაში მითითებულია, ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----ში“ 2015 წლის 2-------------ს გადაუდებელი მდგომარეობით შევიდა პაციენტი ვ-–-------- ზ---------–---–ი, რომელსაც გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, კერძოდ, 2015 წლის 2-------------ს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რასაც მოჰყვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესის გავრცელება, 2015 წლის 0--------------ს დაეწყო ა----------–-------–-----, რისთვისაც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და 2015 წლის 0--------------ს გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში. 2015 წლის 1--------------ს კი პაციენტი სისხლდენითა და მ–---- ანემიით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და 2015 წლის 12-------------ს შეძლეს მისი გადაყვანა ქირურგიულ განყოფილებაში. საბოლოოდ, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, პაციენტი ვ-–-------- ზ---------–---–ი კლინიკიდან გაწერეს 2015 წლის 1--------------ს.

ასევე დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ს (ბარათის N9--) 2015 წლის 2-------------ს გაუკეთდა ოპერაცია, რომლის დასახელებაა „ფ-–---------------------–--------------------------“, ხოლო 2015 წლის 1--------------ს გაკეთებული ოპერაციის დასახელებაა „ი---–-----------------–---------------–-------------–-----–--------“. ამასთან, კალკულაციის თანახმად, ვ-–-------- ზ---------–---–ის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 5560,00 ლარი, საიდანაც პაციენტს უნდა აენაზღაურებინა 1137,00ლარი, ხოლო სადაზღვეოს - 4423,00 ლარი. ამასთან, პაციენტის მიერ გახდილი იყო 1081,5 ლარი, ხოლო გადასახდელი თანხა შეადგენდა 55,5 ლარს. ამდენად, დაწესებულებამ მიიჩნია, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ის შემთხვევა ნაწილობრივ ექვემდებარებოდა სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ N36 დადგენილების სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. ხოლო მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს, რომელთა შორისაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში, პროგრამულ შემთხვევად განიხილება სამედიცინო მომსახურების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს პროგრამით განსაზღვრული მკურნალობის ეპიზოდს.

 

ხსენებული დადგენილების ხსენებული რედაქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ წარდგენილი განსახილველი შემთხვევის ნომერი არის N2---------, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში) – 4373 (ოთხიათასსამასსამოცდაცამეტი); ასევე, ვინაიდან შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----ში“ იწვა ორჯერ: 29.09.2---–--------------–----------------წ. – 1---------წ., თუმცა შემთხვევის რეგისტრაციის მოდულში იგი გადაცემულია როგორც ერთი შემთხვევა - N2---------, აღნიშნულ შემთხვევას მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ვ-–-------- ზ---------–---–ის კლინიკიდან გაწერილ იქნა 2015 წლის 1-----------------ე, არ იქნა დაცული პაციენტის სამედიცინო დახმარების უწყვეტობა, რითაც გართულდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV – 100/ა და სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N9-- ადასტურებს, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ი კლინიკიდან გაწერილ იქნა 2015 წლის 1--------------ს. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ამონარიდი ჟურნალიდან, რომელსაც აქვს გაურკვეველი პირის ხელმოწერა. ამონარიდის თანახმად, 2015 წლის 0--------------ს პაციენტი სახლში იქნა გაშვებული, თუმცა რამდენიმე საათში დაბრუნების სანაცვლოდ, იგი არ დაბრუნებულა არც 0---------------------ს. ამავე ამონარიდის მიხედვით, პაციენტი 2015 წლის 1--------------ს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს კ-–-----ში. სასამართლომ, მითითებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, დაუსაბუთებლად მიიჩნია ვ-–-------- ზ---------–---–ის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის დარღვევა და უშუალოდ ამის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალიდან ამონარიდზე, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას შეეხება, არ ფიქსირდება არც კონკრეტული პაციენტის ვინაობა და არც ის გარემოება, რომ ეს ჩანაწერი განხორციელებულია უფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, სასამართლოს არ ექმნება შინაგანი რწმენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ გარემოების თაობაზე, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ის მკურნალობა არ უნდა დაფიქსირებულიყო როგორც ერთი შემთხვევა, ვინაიდან იგი კლინიკიდან გაწერილი იქნა 2015 წლის 1----------------ე.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრონციპზე დაყრდნობით, არამედ იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. მიზანშწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანის მიერ მიღებული გადაწყვდეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოსარჩელის წარმომადგენელმა - ე-----–- გ--–--ემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან დროებით გაშვება განაპირობა იმ სარემონტო სამუშაოებმა, რაც დაწესებულებაში მიმდინარეობდა და პალატაში მყოფი პირების მიმართ ჰიგიენური ნორმების დაცვა სრულად ვერ ხერხდებოდა, თუმცა სამინისტროსთან შეთანხმებით სტაციონარი აგრძელებდა მუშაობას და ფუნციონირებას, რამეთუ ამ კუთხით ამ კატეგორიის ავადმყოფებისათვის ხდებოდა სრულყოფილი სამედიცინი მომსახურება, რამაც განაპირობა ის, რომ სტაციონარის დახურვა არ მომხდარა და სამედიცინო დაწესებულება პასუხისმგებელი იყო პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული მოცემული საკითხი იმისათვის, რომ მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაზე მიღებულ იქნეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ უმსჯელიათ და სათანადოდ არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV – 100/ა და სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N9--). სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----ს“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. დასახელებული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტების საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და მის დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტები წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლომ მიუთითა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების მიღებისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2-----------–-ს N0------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, ისე ეთქვა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ სააგენტოს ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, არ გაუკეთებია სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერად მოხდა თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა. ამდენად, არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 2--------ს N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ თანხის ანაზღაურების საკითხის შესწავლას. აღნიშნული კი ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ თანხის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პაციენტი - ვ-–-------- ზ---------–---–ი კ-–-----ში ორჯერ იწვა - 2015 წლის 2-------------დან 2015 წლის 8--------------დე და 2015 წლის 8---------------ან 2015 წლის 1-----------------ე. აღნიშნული დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია ერთი შემთხვევა N2---------. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ელექტრონულად გადაცემული და წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად მიღებული ინფორმაციების ურთიერთშეუსაბამობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნტიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ ვ-–-------- ზ---------–---–ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურება.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია პროგრამით მოსარგებლეთა წრე. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირს. ამასთანავე, მისი შემთხვევის ანაზღაურებაზე აპელანტმა უარი განაცხადა ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ვ-–-------- ზ---------–---–ი კ-–-----ში შევიდა 2015 წლის 2-------------ს. სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ 2015 წლის 0--------------ს ავადმყოფი გაშვებული იქნა ბინაზე. 2015 წლის 0---------------------ს პაციენტი კ-–-----ში არ დაბრუნებულა, ხოლო არსებული ჭრილობიდან სისხლდენის გამო, 2015 წლის 1--------------ს პაციენტი კვლავ მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ზემოაღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მიერ განხილულია ერთ შემთხვევად, მიჩნეულია, რომ განხორციელებულია ერთი უწყვეტი მკურნალობა და სწორედ ამიტომ ანაზღაურება მოთხოვნილი იქნა ერთი შემთხვევის ფარგლებში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2-----------–-ს N0------- გადაწყვეტილების მიხედვით კი, ვ-–-------- ზ---------–---–ი შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს--------ა და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----ში“ იწვა ორჯერ, შესაბამისად, არ ემთხვევა ელექტრონულად გადაცემული, მონიტორის მიერ მიწოდებული და კლინიკის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად მიღებული ინფორმაცია. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენდა ვ-–-------- ზ---------–---–ისთვის 2015 წლის 2-------------დან 1-----------------ე გაწეული სამედიცინო მომსახურება ერთი შემთხვევის ფარგლებში განხორციელებულ უწყვეტ მკურნალობას.

 

პალატა მიუთითებს, კონკრეტული მკურნალობის განხორციელების, შესაბამისი პროცედურების ერთი შემთხვევის ფარგლებში განხილვისთვის აუცილებელია, რომ მოცემული მკურნალობა დაწყებიდან დასრულებამდე მიმდინარეობდეს უწყვეტად, თანმიმდევრულად, საჭიროებიდან გამომდინარე. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტი კ-–-----ში მოთავსდა 2015 წლის 2-------------ს და ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები. 2015 წლის 8-------------ს კი პაციენტმა დატოვა სამედიცინო დაწესებულება. როგორც კლინიკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დაწესებულებაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ხოლო პაციენტმა პირადი ჰიგიენის დაცვის მიზნით, რამდენიმე საათით დატოვა კ-–----- და დროებით გაშვებული იქნა სახლში, ვინაიდან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა მისი სახლში დროებით გაშვების შესაძლებლობას.

 

დადგენილია, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში კვლავ მოთავსდა 2015 წლის 1--------------ს, თუმცაღა მისი სტაციონარში მოთავსება გამოწვეული იყო არა პაციენტის ნებით, დაწყებული მკურნალობის გაგრძლების მიზნით, არამედ ვ-–-------- ზ---------–---–ი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იქნა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა 2015 წლის 1--------------ს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მკურნალობის მიმდინარეობის უწყვეტობა ცალსახად დარღვეულია, კერძოდ, 2015 წლის 8-------------ს პაციენტმა დატოვა სტაციონარი და 8-------------------ს უკან არ დაბრუნებულა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სტაციონარის დატოვების საფუძვლები და შედეგები. ერთი მხრივ, თუკი პაციენტის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი გაწერის, სახლში გაშვების შესაძლებლობას, პაციენტის გაშვება უნდა მომხდარიყო მისივე პასუხისმგებლობით, კლინიკის მიერ მისი ინფორმირების შედეგად, პაციენტს უნდა მისცემოდა გაფრთხილება სახლში წასვლის რისკებისა და კ-–-----ში დაუბრუნებლობით გამოწვეული შესაძლო შედეგების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე სრულად აღება კი პაციენტს წერილობით უნდა დაედასტურებინა, თუმცა მსგავსი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მეორე მხრივ, თუკი პაციენტის მდგომარეობა იყო შესაბამისი, დამაკმაყოფილებელი, არც მისი მკურნალობის შემდგომი გაგრძელების საჭიროება იარსებებდა. ამდენად, პაციენტის მიერ კლინიკის დატოვებას უნდა მოჰყოლოდა შემთხვევის დასრულების შესახებ სათანადო აღნიშვნა. მით უფრო, როდესაც პაციენტის სტაციონარიდან გაშვების შემდეგ კ-–----- არ იყო უფლებამოსილი, რომ პაციენტი იძულებით დაებრუნებინა კ-–-----ში და არც პაციენტი იყო ვალდებული, რომ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ უკან დაბრუნებულიყო. ამდენად, 2015 წლის 8-------------ს კლინიკიდან გასვლის, მკურნალობის უწყვეტად მიმდინარეობის დარღვევის შემდეგ ვ-–-------- ზ---------–---–ის კ-–-----ში დაბრუნების ვალდებულება არ არსებობდა. მართალია, 2015 წლის 1--------------ს პაციენტი მოთავსდა სტაციონარში, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტმა კ-–-----ს მიმართა არა 2015 წლის 2-------------ს დაწყებული მკურნალობის ფარგლებში, 2015 წლის 8-------------ს კლინიკიდან გასვლის შედეგად უკან დაბრუნების მიზნით და საკუთარი ნებით, არამედ 2015 წლის 1--------------ს პაციენტი კ-–-----ში მიყვანილ იქნა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლის მკურნალობის ფარგლებშიც პირს ჩაუტარდა სხვა ოპერაცია. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ 2015 წლის 8-------------ს პაციენტის მიერ კლინიკის დატოვებით ერთი შემთხვევის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება დასრულდა. 2015 წლის 1--------------ს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება კი ახალ შემთხვევას წარმოადგენდა. ამრიგად, სახეზეა ორი დამოუკიდებელი შემთხვევა - 2015 წლის 2-------------დან 8--------------დე და 2015 წლის 1-------------იდან 1-----------------ე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე პაციენტი ერთსა და იმავე სტაციონარში მოთავსდა დროის მცირე სხვაობით, არ ნიშნავს, რომ სახეზეა ერთი სამედიცინო შემთხვევა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რომ არა 2015 წლის 1--------------ს ვ-–-------- ზ---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა, სავარაუდოა, რომ პაციენტი კ-–-----ში აღარ მივიდოდა, იგი ვალდებული არ იყო დაბრუნებულიყო კ-–-----ში 2015 წლის 2-------------ს დაწყებული მკურნალობის გასაგრძელებლად და კ-–-----ს მისი იძულების უფლება არ გააჩნდა. ამდენად, მხოლოდ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერი, რომ პაციენტი რამდენიმე საათით იქნა გაშვებული ბინაზე, არ ნიშნავს ერთი შემთხვევის ფარგლებში მკურნალობის უწყვეტად მიმდინარეობას 2015 წლის 2-------------დან 1-----------------ე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, როდესაც სადავო შემთხვევები განხილულ იქნა ერთ შემთხვევად, არ შეესაბამება რეალურად არსებულ ფაქტობრივ ვითარებას. აღნიშნული კი შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რადგან „მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-861-853(კ-16)). „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-380-375(2კ-16)). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა სავსებით შესაძლებელს ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბასამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა არ დასტურდება, ისინი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 131,19 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, მასვე აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარის ანაზღაურება.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს-------- და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს-------- და ი-----–----- პ------–-------- კლინიკის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 131,19 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. შპს „------------ ვ------- ბ--------–---–-- ს----–----- ს-------- და ი-----–----- პ------–-------- კ-–-----ს“ დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები: თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე