განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.03.2018
საქმის ნომერი
330310115001124656
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310115001124656

საქმე №3ბ/1757-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

აპელანტი - შპს „მ-----–----------–--------------–----------–--------------------------------–-----“

წარმომადგენელი - გ----------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე-----------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მა----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. 2013 წლის 3 ივლისიდან შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---კა“ წარმოადგენს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე სუბიექტს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე“ (ს.ფ.

109-112);

 

2.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2----–-–--------------------- წერილით მიმართა შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ას“ და შემთხვევის სწორი ადმინისტრირების მიზნით, სთხოვა უმოკლეს ვადაში მიეწოდებინათ კ---------------ს (პ/ნ: 0----------) სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------------- წერილი (ს.ფ. 36);

 

2.1.3. შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ დირექტორის მოადგილემ, სამეცნიერო და სამედიცინო ხარისხის კონტროლის დარგში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს 2----–-–--------------------- გაუგზავნა პაციენტ კ---------------ს (პ/ნ: 0----------) სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებ ას:

- შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ დირექტორის მოადგილის 2----–-–---------------------- წერილი (ს.ფ. 37);

 

2.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2----–-–---------–------------- წერილით კვლავ მიმართა შპს „მ-----–----------–--------------–----------–--------------------------------–-----ს“ და სთხოვა უმოკლეს ვადაში მიეწოდებინათ ინფორმაცია თუ როდის ჩაბარდა კლინიკას 2----–-–---------------------- წერილი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით და რატომ არ იქნა სრულად შესრულებული (არ არის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის ასლი) განმახორციელებლის ზემოაღნიშნული წერილით წარდგენილი მოთხოვნა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------–-------------- წერილი (ს.ფ. 53);

 

2.1.5. 2----–-–---------–-------------- წერილის პასუხად, შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ დირექტორმა 2----–-–---------–------------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს აცნობა, რომ სააგენტოდან 2----–-–----------------------–----------- წერილი კლინიკას ჩაბარდა 2015 წლის 10 ივნისს, ხოლო პაციენტ კ---------------ს ისტორიის ქსეროასლი ფოსტის საშუალებით გაიგზავნა 2015 წლის 12 ივნისს. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკა კვლავ უგზავნიდა პაციენტ კ---------------ს სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ქსეროასლებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ დირექტორის 2----–-–---------–------------ წერილი (ს.ფ. 54);

 

2.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–------------------------- გადაწყვეტილებით შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ას“ ეცნობა, რომ კლინიკის მხრიდან პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო სააგენტოს წერილის ჩაბარებიდან, 2015 წლის 10 ივნისიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად (როგორც სამედიცინო, ისე ფინანსური) წარდგენილი ქონდათ მხოლოდ 2015 წლის 16 ივლისის წერილით. შესაბამისად, ვალდებულება შესრულებული იყო 30 კალენდარული დღის გადაცილებით (16 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით), რის გამოც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციამ შეადგინა 30x500=15 000 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–------------------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 55-56);

 

2.1.7. 2015 წლის 13 აგვისტოს, შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ გენერალურმა დირექტორმა №0----- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ 2015 წლის 12 ივნისს გადაგზავნილ მასალაში ფინანსური დოკუმენტაციის არ არსებობა მოხდა მექანიკური მიზეზით და არ წარმოადგენდა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, შესაბამისად მოითხოვა მათთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის ჩამოწერა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------------------- წერილით შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ას“ ეცნობა, რომ სააგენტოს 2----–-–------------------------- წერილი წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მიმწოდებლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე, სადაც მითითებული იყო მისი გასაჩივრების წესი და პირობები, რის გამიც სააგენტოს არ გააჩნდა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------------------- წერილი (ს.ფ. 13).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–------------------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.2.2. საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილება, რომლითაც „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახე“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და

2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. დადგენილებით განსაზღვრულია მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, ასეთს კი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (განმახორციელებელი). ამასთან, დებულებაში მითითებულია ასევე თუ ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ მიერ 2013 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა განაცხადი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე და ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, შესაბამისად იკისრა აღნიშნული პროგრამით მიმწოდებლისათვის დაკისრებული ვალდებულებები.

 

2.2.3. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძეიბათა შესახებ“ №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას, მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება, რომლის დარღვევის შესახებაც მოცემული დებულების მე-19 მუხლი განსაზღრავს საჯარიმო სანქციებს და ადგენს, რომ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები. მითითებული მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

 

სასამართლოს განმარტებით, 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს, რომ სუბიექტი დარეგისტრირებული სახელმწიფო პროგრამაში მომსახურეობის მიმწოდებელ სუბიექტად და მის მიერ არ უნდა იყოს, ან დაგვიანებით უნდა იყოს შესრულებული ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ, (ან ზედამხედველობის სხვა ეტაპზე არა უგვიანეს სამ სამუშაო დღეში) გადაგზავნის ვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ-----–---------–-------------–---------–------------------------------–-----მ“, რომელიც 2013 წლის 3 ივლისიდან წარმოადგენს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე სუბიექტს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–--------------------- წერილის საფუძველზე, რომლითაც მოსთხოვეს პაციენტის ფინანსური და სამედიცინო ისტორიის გადაგზავნა (წერილი ჩაბარდა 10.06.2015წ.), 2015 წლის 12 ივნისს გადააგზავნა მხოლოდ სამედიცინო ისტორიის დამოწმებული ასლები, ფინანსური ისტორია კი გაიგზავნა მხოლოდ განმეორებითი მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 16 ივლისს, რითაც ნაკისრი ვალდებულება ფინანსური დოკუმენტაციის გადაგზავნის ნაწილში, 30 დღის დაგვიანებით შესრულდა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დოკუმენტების სრულყოფილად წარუდგენლობის გამო, მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა არა დაჯარიმების, არამედ ხარვეზის დადგენის და დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენის მიზნით დამატებითი დროის განსაზღვრის ვალდებულება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო დამატებითი დოკუმენტის ან რაიმე ინფორმაციის წარსადგენად მაშინ განსაზღვრავს დამატებით ვადას, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და განცხადებას არ ერთვის საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტები, იმ პირობებში კი, როდესაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე მოთხოვნილია კონკრეტული სახის და შინაარსის ინფორმაცია, რომლის წარდგენის ვადა იმპერატიულად არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „მ“ ქვეპუნქტით და რომლის დაუცველობისთვისაც ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლოს გადახდა, დამატებით ვადის განსაზღვრაზე აპელირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლიანობას.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---კას“ ფინანსური დოკუმენტაციის დაგვიანებით გადაგზავნის გამო, მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

2.2.4. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2-----–-–---------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მისი მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის

15 სექტემბრის №0------- წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სადავო წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამეთუ მას არ მოჰყოლია უშუალოდ სამართლებრივი შედეგი, აღნიშნული წერილით მოსარჩელეს მხოლოდ ეცნობა, რომ სააგენტოს 2----–-–------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მიმწოდებლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე, სადაც მითითებული იყო მისი გასაჩივრების წესი და პირობები და სააგენტოს არ გააჩნდა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------------------- წერილი ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2----–-–---------------------------- წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასაკმარისად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი დოკუმენტაციის ნაკლოვანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია იგი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად, კერძოდ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (სააგენტოს) მიერ შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---კას“ დაევალა ერთ–ერთი პაციენტის – კ---------------ს შესახებ ინფორმაციის მიწოდება 2----–-–----------------------- წერილის შესაბამისად. მოსარჩელეს წერილი ჩაბარდა 10 ივნისს და მისთვის განსაზღვრულ სამდღიან ვადაში – 12 ივნისს გადაუგზავნა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც მოიცავდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის გადაგზვნილ დოკუმენტაციას აკლდა ფინანსური დოკუმენტაცია.

 

ერთთვიანი დაყოვნების შემდეგ, 2015 წლის 14 ივლისს, სააგენტომ კვლავ მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ფინანსური დოკუმენტაციის უმოკლეს დროში გადაგზავნა, რაც შესრულდა 2015 წლის 16 ივლისს. აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია დოკუმენტაციის წარდგენის 3 დღიანი ვადა და მხარეს დააკისრა 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია ყოველ გადაცილებულ დღეზე, საერთო ჯამში 15 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ არასრულად შეაფასა მხარეთა შორის კომუნიკაციის შინაარსი და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მიერ ფინანსური დოკუმენტაციის მიუწოდებლობა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე–20 მუხლის მე–5 პუნქტის, „მ“ ქვეპუნტით დაკისრებული ვალდებულების დარღვევად. ნორმა ავალდებულებს მონიტორინგსდაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებას, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას მოთხოვნილი ინფორმაცია სამი დღის ვადაში. მოსარჩელემ, ვადის დაცვით, შეასრულა მოთხოვნა, წარუდგინა სააგენტო დოკუმენტაცია, ხარვეზის არსი მდგომარეობს დაკუმენტაციის ნაკლოვანებაში, რაც არ უნდა შეფასებულიყო როგორც სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 

შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---კა“ წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და მომსახურებას უწევს უამრავ პაციენტს, მათ შორის სთავაზობს მათ უნიკალურ სამედიცინო სერვისს, რომლის მიღებაც შეუძლებელია, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში რეგიონის მაშტაბით. მოსარჩელეს უწევს მუდმივი კომუნიკაცია და მრავალტომიანი დოკუმენტბრუნვა სახელმწიფო ორგანოებთან, რაც მოცემული შემთხვევის მსგავსად არ გამორიცხავს ინდივიდუალურ შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას. მოსარჩელის მიერ დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილის მიუწოდებლობა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მოთხოვნის დაუკმაყოფილებლად. მოსარჩელის ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე სახის ზიანი ან სახელმწიფო ინტერესების რაიმე სახით შელახვა. ამასთანავე სასამართლომ არ შეაფასა სააგენტოს არაკონსტრუქციული მოქმედება, როდესაც მან დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილი მოითხოვა მხოლოდ ერთვიანი დაყოვნების შემდგომ იმ ვითარებაში, როდესაც საჯარიმო სანქციის ოდენობა იზრდება ვადაგადაცილებული დღეების პროპორციულად. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარადგინა არგუმენტაცია სასამართლო სხდომაზე, რაც უგულვებელყოფილ იქნა.

 

სასამართლომ ასევე არ იმსჯელა საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების პრინციპზე გადაწყვეტილების მიღებისას და არ განსაზღვრა რამდენად თანაზომიერი იყო ჯარიმის ოდენობა.

 

ზემოხსენებული გარემოებები ადასტურებს, რომ სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის სამართლებრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“ სააპელაციო საჩივარი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. 2013 წლის 3 ივლისიდან შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---კა“ წარმოადგენს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე სუბიექტს.

 

4.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2----–-–--------------------- წერილით მიმართა შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ას“ და შემთხვევის სწორი ადმინისტრირების მიზნით, სთხოვა, უმოკლეს ვადაში მიეწოდებინათ კ---------------ს (პ/ნ: 0----------) სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები.

 

4.1.3. შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ დირექტორის მოადგილემ, სამეცნიერო და სამედიცინო ხარისხის კონტროლის დარგში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს 2----–-–--------------------- გაუგზავნა პაციენტ კ---------------ს (პ/ნ: 0----------) სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.

 

4.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2----–-–---------–------------- წერილით კვლავ მიმართა შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრს, საუნივერსიტეტო კლინიკას“ და სთხოვა უმოკლეს ვადაში მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როდის ჩაბარდა კლინიკას 2----–-–---------------------- წერილი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით და რატომ არ იქნა სრულად შესრულებული (არ არის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის ასლი) განმახორციელებლის ზემოაღნიშნული წერილით წარდგენილი მოთხოვნა.

 

4.1.5. 2----–-–---------–-------------- წერილის პასუხად, შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ დირექტორმა, 2----–-–---------–------------ წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს აცნობა, რომ სააგენტოდან 2----–-–----------------------–----------- წერილი კლინიკას ჩაბარდა 2015 წლის 10 ივნისს, ხოლო პაციენტ კ---------------ს ისტორიის ქსეროასლი ფოსტის საშუალებით გაიგზავნა 2015 წლის 12 ივნისს. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკა კვლავ უგზავნიდა პაციენტ კ---------------ს სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ქსეროასლებს.

 

4.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–------------------------- გადაწყვეტილებით, შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ას“ ეცნობა, რომ კლინიკის მხრიდან პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო სააგენტოს წერილის ჩაბარებიდან, 2015 წლის 10 ივნისიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად (როგორც სამედიცინო, ისე ფინანსური) წარდგენილი ქონდათ მხოლოდ 2015 წლის 16 ივლისის წერილით. შესაბამისად, ვალდებულება შესრულებული იყო 30 კალენდარული დღის გადაცილებით (16 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით), რის გამოც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციამ შეადგინა 30x500=15 000 ლარი.

 

4.1.7. 2015 წლის 13 აგვისტოს, შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ გენერალურმა დირექტორმა №0----- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ 2015 წლის 12 ივნისს გადაგზავნილ მასალაში ფინანსური დოკუმენტაციის არ არსებობა მოხდა მექანიკური მიზეზით და არ წარმოადგენდა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, შესაბამისად მოითხოვა მათთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის ჩამოწერა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------------------- წერილით შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ას“ ეცნობა, რომ სააგენტოს 2----–-–------------------------- წერილი წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მიმწოდებლის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე, სადაც მითითებული იყო მისი გასაჩივრების წესი და პირობები, რის გამიც სააგენტოს არ გააჩნდა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.2. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძეიბათა შესახებ“ №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას, მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება, რომლის დარღვევის შესახებაც მოცემული დებულების მე-19 მუხლი განსაზღრავს საჯარიმო სანქციებს და ადგენს, რომ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები. მითითებული მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

 

ასევე გასაზიარებელია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–---კას“ ფინანსური დოკუმენტაციის დაგვიანებით გადაგზავნის გამო, მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

თუმცა, პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ კლინიკას დაეკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და თვლის, რომ აღნიშნული უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშიბისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისათვის ასეთ საჯარიმო სანქციას წარმოადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება შესრულებულია 30 კალენდარული დღის გადაცილებით, სანქციის ოდენობამ შეადგინა 15 000 ლარი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, უნდა განისაზღვორს ჯამში _ 7 500 ლარით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს პირველი ინსტაციის სასამართლოში -100 ლარის ოდენობით (ტ. 1; ს.ფ. 18).

 

სააპელაციო საჩივარზე აპელანტს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 600 ლარის ოდენობით (ტ-1; ს.ფ. 153).

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (50%-ის ოდენობით), შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს - ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აპელანტის (მოსარჩელის) შპს „მ-----–----------–--------------–----------–--------------------------------–-----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „მ-----–---------–-------------–---------–--------------------------------–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 4 აგვისტო ს №04/ 57705 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხა 15 000 ლარი შემცირდეს და განისაზღვროს 7 500 ლარით;

 

5. მოწინააღმდეგე მხარს - ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აპელანტის (მოსარჩელის) - შპს „მ-----–----------–--------------–----------–--------------------------------–-----ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გიორგი ტყავაძე