განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2019
საქმის ნომერი
330310018002632446
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1706-19

N330310018002632446

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ს--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დ--------------–---–-----–----ა“

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი, მ------–--–-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

წარმომადგენელი - ზ--------–------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2017 წლის 28 თებერვალს, ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს ,,დ--------------–---–-----–----ას“ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით (შემდგომში - ,,დადგენილება“) დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1; შემდგომში - პროგრამა), მე-3 და მე-4 მუხლებით.

 

მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების“ N1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, N1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, N1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება 2017 წლის პირველი მარტიდან.

 

სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე (ს.ფ. 27-30).

 

1.2.2. 2018 წლის 28 მარტს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა N0------ წერილით მიმართა ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს და დანართის სახით გადაუგზავნა ინფორმაცია მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე მშობიარობის საერთო რაოდენობისა და საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობის შესახებ.

 

მითითებული დანართის თანახმად, შპს ,,დ--------------–---–-----–----აში“ 2016 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენს 36%-ს, ხოლო 01.03.2017-28.02.2018 პერიოდში ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილია 38%. ამასთან, დანართში მითითებულია (D)=მშობიარობის საერთო რაოდენობა - 860, (N)=საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა - 324, CSE - 190 (ს.ფ. 92-93).

 

1.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N0-------. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.

 

გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა მონაცემები შესაბამის დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 1 მარტს) მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის, მისი შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სათანადო მაჩვენებელთან შესაბამისობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პერიოდში ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობის (ხელოვნური კოდი CSE) თაობაზე. სააგენტომ მიუთითა, რომ მიღებული ინფორმაციით, შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ მიერ დარღვეულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კლინიკას დაეკისრა საჯარიმო სანქცია 57000,00 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 20).

 

1.2.4. 2018 წლის 31 მაისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა N0------- წერილით მიმართა ამავე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს და დანართის სახით გადაუგზავნა დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებში (მითითებული საიდენტიფიკაციო კოდისა და მისამართის მიხედვით) 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე დაფიქსირებულ მშობიარობის საერთო რაოდენობის, საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაგზავნილი საკეისრო კვეთის რაოდენობის შესახებ. ამავე წერილში მიეთითა: (D)=მშობიარობის საერთო რაოდენობა - დაბადება გარდაცვალების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული მშობიარობის საერთო რაოდენობა, მშობიარობის თარიღის მიხედვით; (N)=საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა - დაბადება გარდაცვალების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებული საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობა, მშობიარობის თარიღის მიხედვით; (%) საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი (2017.03.01-2018.02.28) - საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა/მშობიარობის საერთო რაოდენობა *100; CSE (საყოველთაოში გადაგზავნილი) - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაგზავნილი შემთხვევების რაოდენობა, სადაც ხელოვნურ კოდში ფიქსირდება “CSE’’. მონაცემები ასახავს 2018 წლის 19 მაისის ბაზის მდგომარეობას და პერიოდი აღებულია პაციენტის გაწერის თარიღის მიხედვით.

 

მითითებული წერილის დანართის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს ,,დ--------------–---–-----–----აში“ 2016 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენს 36%-ს, ხოლო 01.03.2017-28.02.2018 პერიოდში ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილია 38%. ამასთან, დანართში მითითებულია (D)=მშობიარობის საერთო რაოდენობა - 861, (N)=საკეისრო კვეთის აბსოლუტური რაოდენობა - 325, CSE - 207 (ს.ფ. 94-95).

 

1.2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ--------------–---–-----–----ის დაჯარიმების შესახებ“ კლინიკამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით 2018 წლის 11 ივნისს (სააგენტოში რეგისტრირებული - 12.06.2018წ, N56640). სააგენტოს მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მიღებული იქნა N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ 2018 წლის 11 ივნისის N0---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საჯარიმო სანქციის დაკისრების თაობაზე მიმწოდებელს ეცნობა სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის N0------- გადაწყვეტილებით. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების პროგრამული ხარვეზის გამო, გასწორდა/დაზუსტდა საჯარიმო სანქციის ოდენობა. საჯარიმო სანქციები შეადგენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე გადმოცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (207) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), სულ, საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 62 100 ლარით.“ (ს.ფ. 21-23).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მითითებული პროგრამის პირველი მუხლით დადგენილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზნები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი).

 

სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან, თვითმმართველ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 28 თებერვალს ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს ,,დ--------------–---–-----–----ას“ შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების“ N1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, N1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, N1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, განისაზღვა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - ხელმოწერის დღიდან 2018 წლის პირველ მარტამდე.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის N102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2017 წლის 1 მარტი.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N577 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2018 წლის 1 იანვარი.

 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში. მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება ამოქმედდებოდა გამოქვეყნებისთანავე (დადგენილება გამოქვეყნებული იქნა 2018 წლის 17 აპრილს). ამასთან, მითითებული მუხლის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილს მიღებული იქნა N0------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს ,,დ--------------–---–-----–----ას“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია 57 000 ლარის ოდენობით, ხოლო სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილებით გასწორდა 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობა და განისაზღვრა 62 100 ლარით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში კლინიკის დაჯარიმების საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი, შემდეგი ფორმულირებით: ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 17 აპრილს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის, ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლმა, ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების გავრცელება დაადგინა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ სააგენტომ შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ მიერ პროგრამისა და 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია კლინიკის მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის მშობიარობათა საერთო რაოდენობაში შემცირების ტენდენციის არარსებობა. ამდენად, კლინიკაში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე მოთხოვით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის განსხვავებული რედაქციები. სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული იქნა პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგი რედაქცია: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (01.03.2017-28.02.2018) არ მოქმედებდა, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უხეშად დაირღვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება, რამეთუ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილება არსებითად დაეფუძნა უკანონო სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად მიღებულ 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების გარდამავალ დებულებებში მითითებული პირობა - 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელების თაობაზე, არსებითად უკავშირდება ამავე დადგენილებით პროგრამის მე-4 მუხლის პირობების ცვლილებას და არა მე-19 მუხლის 22-ე პუნქტს, თუმცა 2017 წლის 1 აპრილამდე რედაქციით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ანალოგიურად, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული ნორმებით და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ 2018 წლის 11 ივნისის N0---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების მე-2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ეხება სწორედ პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში განხორციელებულ ცვლილებას. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში მითითებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის რედაქცია ვრცელდება მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად, შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმება სააგენტოს მიერ განხორციელდა არა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული, არამედ, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმის საფუძველზე.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ პოზიცია იმის თაობაზე, რომ მართალია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში მითითებულია გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმა, თუმცა სააგენტომ შპს ,,დ--------------–---–-----–----ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება განახორციელა შემოწმების პერიოდში მოქმედი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე. მოპასუხის პოზიციით, მართალია, სააგენტოს მიერ განხორციელდა კლინიკის საქმიანობის არა ყოველი 6 თვის პერიოდის, არამედ 1 წლის პერიოდის შემოწმება, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს ორი 6 თვიანი პერიოდის ჯამს. ამასთან, მისივე განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 1 წლის ვადით, სააგენტოს მიერ შემოწმება განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების დასრულების, ანუ ერთი წლის გასვლის შემდგომ.

 

სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამდენად, დასახელებული ნორმის ზემოაღნიშნულმა რედაქციამ ცალსახად დაადგინა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 1 მარტიდან) 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სააგენტოს გადაწყვეტილებაში და შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მიმწოდებლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მატერიალური საფუძვლები, აქტები გამოცემულია არასწორი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რაც შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილება შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ მხარეებს შორის 28.02.2017წ. გაფორმდა ხელშეკრულება "სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ" და უდავოა რომ N36 დადგენილების მე–19 მუხლის 22–ე პუნქტის მიხედვით, ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი N1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ანუ უდავოა, რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მოქმედება სამართლებრივი აქტის სახელშეკრულებო ურთიერთობათა შემოწმების ექვსთვიანი პერიოდი, თუმცა მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით. ხელშეკრულების ერთწლიან პერიოდს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან სააგენტოს 28.02.2017წ. ხელშეკრულების ფარგლებში ექვსთვიანი ვადის ათვლით უნდა ემოქმედა, თუმცა მხარეებმა 01.03.2018წ. გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, 01.03.2017წ. წლის ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ. სასამართლომ საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვა 01.03.2018წ. შეთანხმება იგივე მხარეებს შორის სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 01.03.2017წ. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რომ ძირითად ხელშეკრულებას დაემატა 5.8 პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის დასრულების შემდეგ, განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიმწოდებლის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავებას და შედეგების შესაბამისად, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ღებულობს გადაწყვეტილებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საერთოდ არ გამოუკვლევია სასამართლოს, არადა ამ მტკიცებულების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდი თავად მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა ახალი პერიოდით კერძოდ - 12 თვით, 6 თვის ნაცვლად, როგორც წინა ხელშეკრულებაში იყო.

 

აპელანტის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობაა, შესაბამისად სასამართლოს მიერ პროგრამის განმახორციელებლის მიერ, მომსახურების მიმწოდებლის მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქციების საკანონმდებლო საფუძვლის გაუქმება, საფრთხეს შეუქმნის პროგრამის არსებობას, ვინაიდან როგორც აღინიშნა ჩერდება საბიუჯეტო შემოსავლების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედება, საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს შეინარჩუნოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო - სასამართლოს გადაწყვეტილებით არ უნდა შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს, დაცული იყოს ყველაზე მთავარი – ადამიანის, როგორც უპირველესი სამართალსუბიექტის ჯანმრთელობა, მისი უზრუნველყოფა, რასაც არ უნდა შეექმნას სამომავლოდ საფრთხე. აღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს საკეისრო კვეთის % შემცირება, რადგან გასათვალისწინებელია საკეისრო კვეთის მინუსები, კერძოდ: საშვილოსნო ზომებში ნაკლებად მცირდება - ნარკოზის შემდეგ მელოგინის ტვინი ვეღარ იღებს სიგნალს, რომ ბავშვი დაიბადა, რაც ორგანიზმში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს და საშვილოსნო ისე ინტენსიურად არ იკუმშება, როგორც ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ; ნარკოზიდან გამოსვლას ახლავს სირთულეები - ღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა განაპირობებს იმას, რომ მელოგინეს სჭირდება წოლითი რეჟიმი და უჭირს მაშინვე ახალშობილის მოვლა და ძუძუთი კვება; წარმოიშვება მუცლის ღრუს ინფიცირების მაღალი ალბათობა, რის გამოც შესაძლოა დაენიშნოს მელოგინეს ანტიბიოტიკები; მშობიარობის შემდგომ ფსიქოზის მაღალი ალბათობა, რასაც იწვევს ორსულობის „ფიზიოლოგიური დაუმთავრებლობის“ შეგრძნება; ქალს მთელი ცხოვრება რჩება ნაწიბური და ა.შ.

 

აპელანტი მიუთითებს ზაკ-ის მეორე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, 65.2, 71-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია სასარჩელო მოთხოვნის მოტივი, ჯერ მხარე ხელს აწერს ხელშეკრულებას, იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს, და ამავე დროს, სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის გამო, დაკისრებული საჯარიმო სანქციის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნული სცილდება, როგორც მოქმედი სამართლის, ისე მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის ადექვატურ ფარგლებს. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“. მითითებული „პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 4.1 მუხლის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 28.02.2017წ. ერთი მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მეორე მხრივ, შპს ,,დ--------------–---–-----–----ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ. ხელშეკრულების მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დადგენილების“ N1.1. დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“, N1.3. დანართის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ და მეორე პუნქტის ,,გ.დ“, N1.4 დანართის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, ხოლო ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, განისაზღვა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - ხელმოწერის დღიდან 2018 წლის პირველ მარტამდე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 22.02.2017წ. N102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მითითებულია დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2017 წლის 1 მარტი.

 

საქართველოს მთავრობის 28.12.2017წ. N577 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების თარიღი - 2018 წლის 1 იანვარი.

 

საქართველოს მთავრობის 16.04.2018წ. N180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში. მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“ ამავე დადგენილების მე-2 მუხლში მიეთითა, რომ დადგენილება ამოქმედდებოდა გამოქვეყნებისთანავე (დადგენილება გამოქვეყნებული იქნა 2018 წლის 17 აპრილს). ამასთან, მითითებული მუხლის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდა 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 27.04.2018წ. მიიღო N0------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს ,,დ--------------–---–-----–----ას“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია 57 000 ლარის ოდენობით, ხოლო სააგენტოს 17.08.2018წ. N0------- გადაწყვეტილებით გასწორდა 27.04.2018წ. N0------- გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ჯამური ოდენობა და განისაზღვრა 62 100 ლარით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N0------- გადაწყვეტილებაში კლინიკის დაჯარიმების საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი, შემდეგი ფორმულირებით: ,,პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით“.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს მთავრობის 16.04.2018წ. N180 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 17.04.2018წ.. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია. საქართველოს მთავრობის 16.04.2018წ. N180 დადგენილების მე-2 მუხლმა, ზემოაღნიშნული რედაქციით, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის მოქმედების გავრცელება დაადგინა მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთან, სააგენტომ შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ მიერ პროგრამისა და 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია კლინიკის მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარებული საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის მშობიარობათა საერთო რაოდენობაში შემცირების ტენდენციის არარსებობა. ამდენად, კლინიკაში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე მოთხოვით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის განსხვავებული რედაქციები. 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“, ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებული იქნა პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგი რედაქცია: ,,ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 27.04.2018წ. N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების საფუძველი გახდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომელიც 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (01.03.2017-28.02.2018) არ მოქმედებდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უხეშად დაარღვია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება, რამეთუ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N0------- გადაწყვეტილება არსებითად დაეფუძნა უკანონო სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული სააგენტოს 17.08.2018წ. N0------- გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 16.04.2018წ. N180 დადგენილების გარდამავალ დებულებებში მითითებული პირობა - 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელების თაობაზე, არსებითად უკავშირდება ამავე დადგენილებით პროგრამის მე-4 მუხლის პირობების ცვლილებას და არა მე-19 მუხლის 22-ე პუნქტს, თუმცა 2017 წლის 1 აპრილამდე რედაქციით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ანალოგიურად, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული ნორმებით და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ 11.06.2018წ. N0---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის 16.04.2018წ. N180 დადგენილების მე-2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ეხება სწორედ პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში განხორციელებულ ცვლილებას. ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაში მითითებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის რედაქცია ვრცელდება მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად, შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმება სააგენტოს მიერ განხორციელდა არა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული, არამედ, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმის საფუძველზე.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მართალია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 27.04.2018წ. N0------- გადაწყვეტილებაში მიუთითა გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი ნორმა, თუმცა სააგენტომ შპს ,,დ--------------–---–-----–----ისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრება განახორციელა შემოწმების პერიოდში მოქმედი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ მართალია, სააგენტოს მიერ განხორციელდა კლინიკის საქმიანობის არა ყოველი 6 თვის პერიოდის, არამედ 1 წლის პერიოდის შემოწმება, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს ორი 6 თვიანი პერიოდის ჯამს. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 1 წლის ვადით, სააგენტოს მიერ შემოწმება განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების დასრულების, ანუ ერთი წლის გასვლის შემდგომ.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, „ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“ ამდენად, დასახელებული ნორმის ზემოაღნიშნულმა რედაქციამ ცალსახად დაადგინა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან (2017 წლის 1 მარტიდან) 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სააგენტოს გადაწყვეტილებაში და შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მიმწოდებლის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარღვეულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მატერიალური საფუძვლები, აქტები გამოცემულია არასწორი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რაც შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ დაჯარიმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და შპს ,,დ--------------–---–-----–----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი