,,შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში ვაუჩერის საშუალებით სამედიცინო მომსახურების მიწოდების ღონისძიებათა შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 28/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

  დადგენილება №115

2010 წლის 24 აპრილი

  ქ. თბილისი

შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში ვაუჩერის საშუალებით სამედიცინო მომსახურების მიწოდების ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1.

 შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფისათვის ვაუჩერის საშუალებით სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიენიჭოს სამედიცინო ვაუჩერის პირობების (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესების, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხის, ვაუჩერის ღირებულების, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების და სხვ.) განსაზღვრის უფლებამოსილება.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური