ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2024 წლის 5 აპრილი ქ. ჭიათურა |
|
ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი
ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის საპატიო მაქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები;
ბ) ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების სხდომების, მათ შორის გასვლითი სხდომების გამართვასთან;
გ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:
გ.ა) საკონსულო მომსახურება (ვიზების გაფორმება, გაგრძელება);
გ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილება (vip დარბაზის მომსახურება);
გ.გ) სატრანსპორტო მომსახურება;
გ.დ) სასტუმრო მომსახურება (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება);
გ.ე) პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯები;
გ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
გ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები;
გ.თ) გარედან მოწვეული მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურება.
2. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ მზადდება მოხსენებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით, საფინანსო საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გაწეული ხარჯების შესახებ, გაწეული ხარჯების ამსახველ დოკუმენტებთან ერთად (მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა) წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს შესაბამისი ღონისძიების გატარებისათვის.
3. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.
4. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.04.2024. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.129.016431.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“, №8, 05.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016431 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6153233/