წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.06.2022 ბოლო ცვლილება 28.10.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016484
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2022 წლის 13 ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია



დანართი
წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის  წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ეს წესი აწესრიგებს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობას, პრეზიდენტის აპარატიდან, მინისტრთა კაბინეტის აპარატიდან, პარლამენტის, სამინისტროებსა და  სახელმწიფო რწმუნებულის, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ამ მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიაში-ადმინისტრაციული სამსახური, საკრებულოში-საკრებულოს აპარატი.

 


მუხლი 2. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
წარმომადგენლობით ხარჯები მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების,  ხარჯებს;            

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:  

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;  

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების  ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;  

დ.დ.) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.


მუხლი 3. დაფინანსების წყარო
1. წარმომადგენლობითი ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების     ფარგლებში.  2. წალენჯიხის  საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრისას ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებაში. 

მუხლი 4. სახსრების ხარჯვის წესი
1. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დაწესებულების ხელმძღვანელის  სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღონისძიებაში მონაწილეთა ზუსტ დასახელებას და სტატუსს, ღონისძიების მიზანსა და შინაარსს. მიღებული გადაწყვეტილებათა მოკლე ჩამონათვალს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სტუმრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯების ამსახველი პირველადი (ანგარიშ ფაქტურა; სასაქონლო ზედნადები) დოკუმენტები;

2. წარმომადგენლობითი ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2022.
როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.06.2022. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.104.016484.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.10.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 13.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016484 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5494117/