ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2023 წლის 28 აპრილი დაბა სტეფანწმინდა |
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი
ეს წესი აწესრიგებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების, ორგანიზაციების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვბასთან) გაწეული ხარჯები;
ბ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:
ბ.ა) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები
ბ.ბ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები
ბ.გ) მიღებებისა და წვეულებებისთვის (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე,
სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები;
ბ.დ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
ბ.ე) სუვენირების შეძენის ხარჯები;
ბ.ვ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები.
1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგენს ღონისძიებათა ჩამონათვალსა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებისას, ითვალისწინებს შესაძლებლობის ფარგლებში.
3. ინფორმაცია განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს წარედგინება მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათით, ხოლო საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით.
1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ივსება განაცხადი დანართი №1-ისა და №2-ის შესაბამისად, რომელიც თანხმდება კურატორ მერის მოადგილესთან. შეთანხმების შემდგომ განაცხადი წარედგინება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, შემდგომში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარდგენის მიზნით.
2. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის) საფუძველზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახური მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
3. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.
4. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
დელეგაციების მიღებისა და ცალკეული პირების ვიზიტის მომზადებისთვის
დაბა სტეფანწმინდა ------------ წ.
1.განმცხადებელი: --------------------------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეული)
2.გამგზავრების ადგილი: ----------------------------------------------------------------------------------------------
(ქვეყანა,ქალაქი,ორგანიზაცია,ვიზიტის ხანგრძლივობა)
3.ვინ მიემგზავრება: ------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა,სახელი,გვარი)
4. ვიზიტის განხორციელებისას გვესაჭიროება:
ა) საკონსულო მომსახურება ----------------------------------------------------------------------------------------
ბ) სასტუმრო ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქალაქი,ჩასვლის თარიღი,ცხოვრების ხანგრძლივობა)
გ) სამგზავრო ბილეთები --------------------------------------------------------------------------------------
ტრანსპორტის სახეობა,მიმართულება, თარიღი)
დ) საქმიანი შეხვედრები ---------------------------------------------------------------------------------------
(ქალაქი,ორგანიზაცია,დრო)
ე) კულტურული პროგრამა -----------------------------------------------------------------------------------
განმცხადებელი შეთანხმებულია
--------------------------------- -----------------------------------
(სამსახურის უფროსი) (კურატორი მოადგილე)
გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისთვის
დაბა სტეფანწმინდა --------------- წ.
1. განმცხადებელი:---------------------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება,თანამდებობის პირის გვარი,სახელი,მამის სახელი)
2.განცხადების შინაარსი:----------------------------------------------------------------------------------------------
(ღონისძიების დასახელება)
3. ღონისძიების ჩატარების ადგილი: -----------------------------------------------------------------------------
(ქალაქი,დაბა,სოფელი)
4. ღონისძიების ჩატარების ვადა: ---------------------------------------------------------------------------------
(წელი,თვე,რიცხვი,ხანგრძლივობა)
5.ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რამდენი ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და მათი შემადგენლობა)
განმცხადებელი შეთანხმებულია
------------------------------- ----------------------------------
(სამსახურის უფროსი) (კურატორის მოადგილე)