დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2018 ბოლო ცვლილება 25.05.2018
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.169.016388
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2018 წლის 13 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესი დამტკიცდეს დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ეს წესი, აწესრიგებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განსახორციელებელი საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობას, პრეზიდენტის აპარატიდან, მინისტრთა კაბინეტის აპარატიდან, პარლამენტის, სამინისტროებსა და  საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს,  ლაგოდეხის, სიღნაღისა   და   ყვარლის მუნიციპალიტეტებში და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში)  სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის და ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ამ მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის   მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.


მუხლი 2. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
1. წარმომადგენლობით ხარჯებში შეიტანება:

ა) ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბიუროს სხდომების, მათ შორის, გასვლითი სხდომებისა და  საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კომფერენციების მოწყობისათვის;

ბ)  სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები;

გ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები;

დ) საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კომფერენციების მოწყობისათვის (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯები;

ე)   საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;

ვ) სუვენირების შეძენის ხარჯები.


მუხლი 3. დაფინანსების წყარო
1. საკრებულოსა და მერის წარმომადგენლობითი ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2.  დედოფლისწყაროს საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრისას, ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს საფინანსო სამსახურს, რომლის შემდეგაც საფინანსო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებაში.


მუხლი 4. სახსრების ხარჯვის წესი
1. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, საკრებულოს აპარატი და  მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური საკრებულოს თავმჯდომარისა და   მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღონისძიებაში მონაწილეთა ზუსტ დასახელებას და სტატუსს, ღონისძიების მიზანსა და შინაარსს. მიღებული გადაწყვეტილებათა მოკლე ჩამონათვალს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სტუმრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯების ამსახველი პირველადი (ანგარიშ ფაქტურა; სასაქონლო ზედნადები) დოკუმენტები, აღნიშნულის საფუძველზე საკრებულოს თავმჯოდომარე   და მერი რეზოლუციით ავალებს საფინანსო სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

2. წარმომადგენლობითი ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების   სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული ასიგნებების მიზნობრივად ხარჯვისათვის.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2018.
როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.04.2018. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.169.016388.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.05.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“, №38, 13.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016388 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4149942/