სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ1“ და „ჩ1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1.2.3.9 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ადგენს:
მუხლი 1
პაციენტ დავით კუხალაშვილისათვის (დაბ. 18/05/1985, პ/ნ: 62005023980) საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის (შემდგომში - ვაუჩერი) მეშვეობით. ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით:
1. ვაუჩერის მიზნობრიობა - პაციენტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
2. ვაუჩერის ღირებულება - არაუმეტეს 33,500.00 (ოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა.
3. ვაუჩერის განაღდება ხორციელდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებასთან თანხის გადარიცხვის გზით.
4. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო.
მუხლი 2
მოქალაქე ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. მოცემული პაციენტისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერის ღირებულების ზემოთ გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი განიხილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად.