განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002600074 (N3ბ/3195-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უ-----------–-------––--ის სამედიცინო ცენტრი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1 ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,უ-----------–-------––--ის სამედიცინო ცენტრის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N0------- გადაწყვეტილება პაციენტ რ----- კ-------ნისათვის (პ/ნ4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების არ ანაზღაურების ნაწილში. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პაციენტ რ----- კ-------ნისათვის (პ/ნ4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების არ ანაზღაურების ნაწილში.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ პაციენტმა რ----- კ-------ნმა 2017 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით; მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალაგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017-ში სტაბილურ მდგომარეობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისი გადაწყვეტილება N0------- (იხ.სფ.19-20).
- სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილება (იხ.სფ.24-26)
- სტანციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და სამედიცინო დოკუმენტაცია (იხ.სფ.27-83).
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში მითითებულია, რომ რ----- კ-------ნის სტანციონარში მოთავსდა 01.10.17. და გაიწერა 03.10.17. დიაგნოზი: მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან. მოკლე ანამნეზი: პაციენტი შემოსვლისას უჩივის ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას მარცხენა მტევნის არეში, პაციეტის გადმოცემით დაეცა უნებურად, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. ობ-ად ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური, მარცხენა მტევნის 1 ნებ-ფალანგის სახსრის მიდამო მტკივნეული და დეფორმული, მკვეთრად გამოხატული შეშუპებით.
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:
მარცხენა მტევნის რ-ფია NDDA2D-მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა.
ეკგ კარდიოლოგის კონსულტაცია FXF00 ZYZX90
სისხლის საერთო ანალიზი BL6 WBC 9.98;RBC5.15;HCT41;HGB149;PLT284;ESR7.
შარდის საერთო ანალიზი UR7 ლეიკ 7-8; ეპით 3-4; SG 1.020 CG2.1. 9;CG2.1.2-24.9; CG2.1.7INT2-12.8;CG2.1.7INT1-100;CG6INT1-1.0;BL7.9.6- 464;CG2.1.11-19.3 MB9.36-;MB9.25-; MB9.26+; MB4.386-;
ჩატარებული მკურნალობა: გამტარებლობითი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა ოპერაცია პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში NDSH99; პოსტოპერაციული მკურნალობა, შეხვევები, კლინიკური მონიტორინგი. საკონტროლო რ-გრამზე დგომა დამაკმაყოფილებელი.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: შეხვევები; ნაკერების მოხსნა მე-14 დღეს ოპერაციიდან; იმობილიზაცია თაბაშირის ნახვევით, ტრავმატოლოგის კონსულტაციები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში(იხ.სფ.34-35).
სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს. ,,უ-----------–--" ახალციხის სამედიცინო ცენტრის მიერ რ----- კ-------ნის მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება", რადგან რ----- კ-------ნი მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე.
2018 წლის 25 მაისს შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის გ-------------–--ის მიერ სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ს.ფ.21-23).
2018 წლის 13 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს N0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ------------–--“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N 0------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.19-20).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N 0-------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის #0------- გადაწყვეტილებები, პაციენტ რ----- კ-------ნისათვის (პ/ნ.4---------6) გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების უარი თქმის ნაწილში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ 21-ე თანახმად საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით ან/და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელებას, იმავე დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეების მოცვა განხორციელდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის ზემოთ მოყვანილი დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- კ-------ნი წარმოადგენდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს;
ამავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტმა რ----- კ-------ნმა 2017 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით; მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალაგის ამოვარდნილობა ნებ - ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017-ში სტაბილურ მდგომარეობაში.
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში მითითებულია, რომ რ----- კ-------ნის სტანციონარში მოთავსდა 01.10.17. და გაიწერა 03.10.17. დიაგნოზი: მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან მოკლე ანამნეზი: პაციენტი შემოსვლისას უჩივის ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას მარცხენა მტევნის არეში, პაციეტის გადმოცემით დაეცა უნებურად, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. ობ-ად ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური, მარცხენა მტევნის 1 ნებ- ფალანგის სახსრის მიდამო მტკივნეული და დეფორმული, მკვეთრად გამოხატული შეშუპებით. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: მარცხენა მტევნის რ-ფია NDDA2D-მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა.
ეკგ კარდიოლოგის კონსულტაცია FXF00 ZYZX90
სისხლის საერთო ანალიზი BL6 WBC 9.98;RBC5.15;HCT41;HGB149;PLT284;ESR7. შარდის საერთო ანალიზი UR7 ლეიკ 7-8; ეპით 3-4; SG 1.020
CG2.1. 9;CG2.1.2-24.9; CG2.1.7INT2-12.8;CG2.1.7INT1-100;CG6INT1-1.0;BL7.9.6-
464;CG2.1.11-19.3 MB9.36-;MB9.25-;MB9.26+; MB4.386-;
ჩატარებული მკურნალობა: გამტარებლობითი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა ოპერაცია პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში NDSH99; პოსტოპერაციული მკურნალობა, შეხვევები, კლინიკური მონიტორინგი საკონტროლო რ-გრამზე დგომა დამაკმაყოფილებელი.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: შეხვევები; ნაკერების მოხსნა მე-14 დღეს ოპერაციიდან; იმობილიზაცია თაბაშირის ნახვევით, ტრავმატოლოგის კონსულტაციები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს. ,,უ----------–--" ახალციხის სამედიცინო ცენტრის მიერ რ----- კ-------ნის მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება", რადგან რ----- კ-------ნი მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე, ამასთან დადგენილია, მათ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამედიცინო დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმა IV-100-ის შესწავლით.
2018 წლის 13 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს N0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი. (სააგენტოში რეგისტრირებული 29,05,2018წ N 51892).
2018 წლის 13 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს N 0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათ შორის შპს ,,უ-----------–-------––--ის სამედიცინო ცნტრის’ მიერ რ----- კ-------ნისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის სამედცინო დოკუმენტაცია სრულად, მათ გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ ფორმა N-100-ში, მაგრამ არ იმსჯელეს თვით მასში მითითებულ დიაგნოზე და ჩატარებულ მკურნალობაზე, სრული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით რამდენად დასტურდებოდა ჩატარებული სტანციონარული მკურნალობის აუცილებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილება და 2018 წლის 13 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N 0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ს საფუძველზე, ისიც მისი არასრულყოფილად შესწავლით, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილება და 2018 წლის 13 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N 0------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა რ----- კ-------ნის სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის შედეგად მიღოს გადაწყცეტილება შპს ,,---------------–---------––-ხის სამედიცინო ცენტრის’’ მიერ რ----- კ-------ნისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურება/არ ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის №0-------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №0------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს "უ-----------–-------––--ის სამედიცინო ცენტრი"-ს 2018 წლის 29 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №100-ის საფუძველზე.
სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში არ გაითვალისწინა საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლს №36 დადგენილების მე-14 მუხლი, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებასთან დაკავშირებით, კერძოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს ხდება:
ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში და შემთხვევათა რეესტრთან;
ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმებას;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
“საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექიტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებული ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მე-15 მუხლის მეორე პუნქტის ბ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდევარება ასევე შემთხვევები როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე კონკრეტული სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას, ხოლო რაც შეეხება ფორმა №IV-100/ა-ში სრულყოფილი მონაცემების შეტანის აუცილებლობას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა დადგენილების მე-10 მუხლის 2 პრიმა მუხლით, კერძოდ: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) მოქმედი კანონმდებლობის ("ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ნორმით სავალდებულოა არა მხოლოდ პროცედურების (ჩარევების) კოდების, მითითება, ასევე იმ ფაქტორების მითითება, რომლებსაც შეეძლო პაციენტის მდგომაროეობის გამწვავება, კონკრეტულ შემთხვევაში რ----- კ-------ნის სახელზე შევსებულ ფორმა №IV-100/ა-ში არ არის აღწერილი არც ერთი შესაძლო თუ არსებული გართულება რომელიც მიუთითებდა სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობაზე. აპელანტის მითითებით პროგრამის პირობებით ჩატარებული მომსახურება შეესაბამება დადგენილების დანართი 1.2-ით განსაზღვრულ გადაუდებელ ამბულატორიული მომსახურების მოცულობას.
ამდენად აპელანტს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის №0-------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №0------- გადაწყვეტილება, სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შესაბამისად არ არსებობს რ----- კ-------ნისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების არ ანაზღაურების ნაწილში მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს.
ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’
ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
პალატა მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელეთათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
პალატას საქმის მასალებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ პაციენტმა რ----- კ-------ნმა 2017 წლის პირველ ოქტომბერს მიმართა შპს „უ-----------–-ე“ ახალციხის სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით; მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017-ში სტაბილურ მდგომარეობაში.
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ში მითითებულია, რომ რ----- კ-------ნის სტანციონარში მოთავსდა 01.10.17. და გაიწერა 03.10.17. დიაგნოზი:
მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან.
მოკლე ანამნეზი: პაციენტი შემოსვლისას უჩივის ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას მარცხენა მტევნის არეში, პაციეტის გადმოცემით დაეცა უნებურად, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. ობ-ად ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილური, მარცხენა მტევნის 1 ნებ-ფალანგის სახსრის მიდამო მტკივნეული და დეფორმული, მკვეთრად გამოხატული შეშუპებით.
გასაჩივრებული სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთი სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 25 აპრილის N0-------- გადაწყვეტილებით, შპს. ,,უ-----------–--" ახალციხის სამედიცინო ცენტრს რ----- კ-------ნისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ რ----- კ-------ნის მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე და პროგრამის პირობებით, ჩატარებული მომსახურება შეესაბამება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მოცულობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აღიარებს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილ შეფასებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამორიცხავს ამ შეფასებების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.
საქმეზე უდავოდ მიჩნეული ფაქტების გათვალისწინებით, განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია გადაწყდეს, პაციენტ რ----- კ-------ნის მიმართ გაწეული მკურნალობა საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების ფარგლებში ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას.
პალატა იზიარებს აპელანტი მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ მათთან მიმართებაში წარდგენილი სამედიცინო ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს რის გამოც არსებულ სამედიცინო ჩარევებს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას'', თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ'' საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტისა.
მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა შპს „უ-----------–-------––--ის სამედიცინო ცენტრის“ ადმინისტრაციული საჩვარი, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „უ-----------–-------––--ის სამედიცინო ცენტრის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი