საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/67
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2015 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.10.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/67
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №05/69 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ
5-წლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონის „წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საბიუჯეტო კოდექსისა“ და პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;) ცოდნა;
ე) ქართული ენის სრულყოფილი და არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).
მუხლი 2🔗.
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, საქართველოს კანონის „წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა.
დ) ძირითდი საოფისე კომპიუტერული (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) ქართული ენის სრულყოფილი და არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).