საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/227 |
|
2016 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს
მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
|
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1. საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, კანონპროექტებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა. მუხლი 2. საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/227. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.024.016444.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1-1/227, 22.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016444 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3266609/