საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№ 1-1/517
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.024.016464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/517

2016 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და  კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  იურიდიული განათლება;

ბ) შესაბამის სფეროში  მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის  სრულყოფილი ცოდნა.

მუხლი 2. საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და  კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ენის  სრულყოფილი ცოდნა.