📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.132.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2015
matsne.gov.ge 1,170 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 02.11.2022 ბაღდათის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 30.09.2022 მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.04.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.12.2015 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №27 2015 წლის 29 სექტემბერი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 106​1 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის  ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს    ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 10 დეკემბერის №44 დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი დანართი №1 მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის  ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესები განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საწარმოს და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 2.1. დაწესებულება – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ/ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის და სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წევრია/წევრები არიან მხოლოდ მითითებული მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები და საწარმო, სადაც მითითებული მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება; 2.2. ქონების განკარგვა – დაწესებულების ქონების გასხვისება და სარგებლობის უფლებით გადაცემა; 2.3.   აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი; 2.4. დამფუძნებელი – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის მერი; 2.5. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში „№669 დადგენილება“) შესაბამისად. მუხლი 2🔗. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება 1. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება, გარდა ქონების საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 106​1 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გასხვისებისა, ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 106​1 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 4. დაწესებულების ხელმძღვანელმა დამფუძნებელს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აუქციონის პირობები, ქონების საწყისი ფასი, აუდიტის დასკვნა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მუხლი 3🔗. დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა 1. დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით (იჯარით, უზუფრუქტით, აღნაგობით, თხოვებით და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით) გადაცემა ხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ. 2. დაწესებულების ქონების აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 106​1  მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. დაწესებულების ქონების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე. უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე კი, დამფუძნებელი გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე ან უამისოდ და შესაბამის დავალებას აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.   5. დამფუძნებელი უფლებამოსილია, დაწესებულების ხელმძღვანელის ან შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება (წერილობითი თანხმობის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით) დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების (მათ შორის ინვენტარის) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასვე ფიზიკური და იურიდიული პირების ან სხვა გაერთიანებების ორგანიზებით საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო ან სხვა ფორმით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების ჩატარების ვადით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. 6. დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის დაწესებულების ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, დამფუძნებლის თანხმობით.  7. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას (აუქციონი/პირდაპირი განკარგვა) დამფუძნებელს შესათანხმებლად წარუდგინოს ქირის საფასური/ქირის საწყისი საფასური, აუდიტის დასკვნა, აუქციონის პირობები, სარგებლობაში გადაცემის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მუხლი 4🔗.  ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება და ელექტრონული აუქციონის ჩატარება 1. დაწესებულების ქონების ელექტრონულ აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. 2. დაწესებულების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 3. დაწესებულების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს აუქციონატორი, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის მიზნით აუქციონის ორგანიზებისა და აუქციონის ჩატარებისათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დადგენილი წესების შესაბამისად, ამავე წესების შესაბამისად განისაზღვრება აუქციონში მონაწილეობის პირობები, აუქციონატორისა და აუქციონის მონაწილის უფლება-მოვალეობები, განმეორებითი/ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 5🔗.  ანგარიშსწორება 1. აუქციონში მონაწილეობის მსურველისათვის (რეგისტრირებული მომხმარებლისათვის) ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახ­დის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციო­ნატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას. 2. დაწესებულების ქონების გასხვისების შემდეგ, ქონების შემძენის მიერ გადახდილი ქონების სრული ღირებულება ირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე. 3.  დაწესებულების ქონების სარგებლობაში მიმღები სარგებლობის საფასურს იხდის შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე. მუხლი 6🔗. აუქციონის შედეგები, გარიგების დადება, ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა 1. აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორსა და დაწესებულების ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ნასყიდობის/სარგებლობის ხელშეკრულება. ქონების შემძენი ვალდებულია ქონების სრული ღირებულება  სრულად გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ქონების სარგებლობაში მიმღები მის მიერ აუქციონზე შეთავაზებულ სარგებლობის საფასურს იხდის სააუქციონო პირობებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და წესით. ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღების საკუთრების/სარგებლობის უფლება, აუქციონატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამის ვალდებულებებთან (ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, სააუქციონო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები) ერთად. მითითებული უფლებების/ვალდებულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯების გადახდა ეკისრება აუქციონში გამარჯვებულ პირს. ქონების სრული ღირებულების გადახდამდე ქონების შემძენს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით განკარგოს შეძენილი ქონება, რაც ასევე რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. 2. აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება ქონების შეძენის შემთხვევაში – საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ქონების სარგებლობაში მიღების შემთხვევაში – სარგებლობის ვადის ბოლო წლის ქირის ოდენობაში.  3. აუქციონში გამარჯვებულს ქონება საკუთრებაში/სარგებლობაში არ გადაეცემა,  გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება, თუ მან უარი განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ან დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.  4. ქონების სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა (დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები) სააუქციონო პირობების და ხელშეკრულების დარღვევისათვის არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები. მუხლი 7🔗. ქონების საწყისი საფასურის /ქონების სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენა 1. დაწესებულების ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებისას, ქონების საწყისი საფასური განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 2. დაწესებულების ქონების პირდაპირი განკარგვის/აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას, ქირის საფასურის/ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საფასურის ოდენობით.