ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.

საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქონების ჩამოწერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, ჩამოსაწერი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისია