ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2015
ძალის დაკარგვა 03.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016572
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №157
2015 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურმა დეპარტამენტმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა (შემდგომში –
დაწესებულება), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე განხორციელება.
მუხლი 2🔗
დაწესებულებამ უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 3🔗
დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დამცველთა/ადვოკატთა, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის მიუკერძოებლად და სამართლიანი რიგითობის დაცვით განხორციელება.
მუხლი 4🔗
დამცველი/ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 6🔗
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №2 ბრძანება.
მუხლი 8🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი