ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28/
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის, „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
2.
დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი 1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1.წინამდებარე წესი არეგულირებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება.
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
მუხლი 2🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
1. წინამდებარე წესის მიზანია:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
მუხლი 3🔗.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნებართვით.
2. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
მუხლი 4🔗.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
2. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.
3. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
4. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
5. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 5🔗.
გარე ვაჭრობის კონტროლი
1. დადგენილების შესრულების კონტროლს განახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები მათი კომპეტენციის ფარგლებში.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
დანართი 2
საქართველო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიმღები და მისამართი
საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა
------------------------------------ დან
------------------------------------ მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა
ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
----------------------------------------------------------------------------- სამსახურში
სანებართვო პირობები:
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
მუნიციპალიტეტის გამგებელი: ნებართვის მიმღები:
---------------------- -----------------------------
ბეჭდის ადგილი
ნებართვა გაცემულია .--- ..-----------..------ წ.