სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2015 ძალადაკარგული 28.09.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.168.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი



დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების

მინიჭების წესი

მუხლი 1
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე;

ბ) უცხო ქვეყნის  მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

 

მუხლი 3
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
1.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
2. მუნიციპალიტეტის გამგებელს.
3. სახელმწიფო ან  საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
4. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.
მუხლი 4
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი;
გ) პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 5
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი  სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მუხლი 7
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

 

მუხლი 8
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა.


მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით.
მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი

დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1

1.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.

2.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2

1.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე; ბ) უცხო ქვეყნის  მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მუხლი 3
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:

1.

 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

2.

მუნიციპალიტეტის გამგებელს.

3.

სახელმწიფო ან  საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

4.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას.
მუხლი 4
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:

ა)

პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)

2 (ორი) ფოტოსურათი;

გ)

პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 5

1.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი  სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

2.

შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მუხლი 7

1.

პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 8
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.09.2022.
როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.09.2015. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.168.016165.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.09.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3002970/