ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2015 წლის 1 ოქტომბერი ქ. ვანი |
|
პროაქტიული გამოქვეყნების წესი
2. წესის მოქმედება ვრცელდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. წესის მოქმედება ვრცელდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
4. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ვებგვერდზე ინფორმაციის დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას.
5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ) ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია საკრებულოს წევრების შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
დ) საკრებულოს აპარატის უფროსის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ე) ინფორმაცია საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ვ) საკრებულოს რეგლამენტი, საკრებულოს აპარატის დებულება, კომისიების დებულებები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობის სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
თ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ი) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების შესახებ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესახებ და მათი საშტატო ნუსხა (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ლ) საკრებულოს ნორმატიული აქტები, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ შეიცავენ სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას – ქვეყნდება გამოცემიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
მ) ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – ქვეყნდება დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ნ) ვანის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – ქვეყნდება დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ო) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ – ქვეყნდება წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
პ) გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – ქვეყნდება საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში – კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
ჟ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ – ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან 3 დღეში;
რ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) შესახებ: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ს) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ტ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;
უ) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საჯარო ინფორმაცია.
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
ა) ინფორმაციის ჩაწერისას ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.
4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საკრებულოს აპარატსა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში განცხადების ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
მოქ. -----------------------------------------------,
მცხ. -----------------------------------------------
ტელ/მობ: --- -- -- ---
ორგანიზაციის დასახელება: ---------------------
--------------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით.
ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე.
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა;
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ------------
თარიღი ------------