შპს „თიბისი კაპიტალისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

განკარგულება №46 8

2015 წლის 1 ოქტომბერი

ქ.თბილისი

შპს „თიბისი კაპიტალისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52 -ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის 37 პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს„თიბისი ბროკერს“ გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია № 20020.

2. გაიცეს შპს „თიბისი კაპიტალზე“ განუსაზღვრელი ვადით საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

3. შპს „თიბისი კაპიტალზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება არ ნიშნავს იქამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტას.

5. შპს „თიბისი კაპიტალი“ წარმოადგენს შპს     „თიბისი          ბროკერის“ სამართალმემკვიდრეს.

6. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

7. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი ოთარ ნადარაია