ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2015
ძალის დაკარგვა 15.05.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 376 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2015 მიღება
15.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №62 2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი დანართი 1 ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანოს საქმიანობაში. მუხლი 2🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია  წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულემებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 3🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირიებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამგებლის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მუხლი 4🔗. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 5🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს  გამგეობის ადმინისტრაციული სამასახური. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება  ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში  მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიოვიდეოტექნიკის გამოყენებით. მუხლი 6🔗. ანგარიშის გამოქვეყნება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.myakhmeta.ge.), კანონით დადგენილ ვადაში. მუხლი 7🔗. ცვლილების და დამატების შეტანის წესი ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.