ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.05.2018 ბოლო ცვლილება 21.06.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №31

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №62 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/10/2015, 010250050.35.162.016347).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი



დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანოს საქმიანობაში. 


მუხლი 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია  წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულემებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 


მუხლი 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირიებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მერის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. 

მუხლი 4. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში. 

მუხლი 5. საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს  მერიის ადმინისტრაციული სამასახური.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება  ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში  მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიოვიდეოტექნიკის გამოყენებით. 


მუხლი 6. ანგარიშის გამოქვეყნება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.myakhmeta.ge.), კანონით დადგენილ ვადაში. 

მუხლი 7. ცვლილების და დამატების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2018.
როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.05.2018. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.162.016450.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.06.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №31, 07.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016450 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4180960/