ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2019 წლის 8 მაისი ქ. ამბროლაური |
|
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ამბრულაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა.
2. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარედგინება წერილობითი ფორმით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა სამსახურების და იურიდიული პირებიდან გამოთხოვილი ანგარიშების სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამზადოს მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორციელებელი) ღონისძიებების შესახებ და წარუდგინოს მერს განსახილველად.
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური მერის შენიშვნების გათვალისწინებით არაუგვინეს 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფრმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობას.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
3. საჯარო შეხვედრებს ესწრებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურის და იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე საჭიროებისას სხვა თანამშრომლები, რომლებიც ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.