თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
წ ე ს ი
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან გამგებლის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
ა) შინაარსობრივად (მორალურად) მოძველებული წიგნები და სხვა მასალები;
ბ) ზედმეტი და არაპროფილური გამოცემები;
გ) პოლიტიკურად აქტუალობადაკარგული გამოცემები;
დ) ფიზიკურად მოძველებული (გაცვეთილი) მასალები;
ე) მკითხველთა მიერ დაკარგული წიგნები და სხვა სახის მასალები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩამოსაწერი ქონების გამოსავლენ კრიტერიუმებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ადგენს იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის ბალანსზეც იმყოფება ეს ქონება.
3. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების რეალიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი 20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ––––––––––– ხელმძღვანელი ––––––––––– 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა. |
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
საწარმოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 ––––––– წლის მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ხელმძღვანელი ––––––––––– ––––––––––– 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა. |
ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
ქონების ლიკვიდაციის აქტი 20 ––––– წლის ,,–––––––„ –––––––––––––––––––––––––––– დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის შემადგენლობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შექმნილი 20 წ. –––––– –––––––––––––––––––––––– № ––––––––––––––––––––––––––––– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ––––––– საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ქონების ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ––––––––––––––––––––––––; ბ) ––––––––––––––––––––––––; გ) ––––––––––––––––––––––––; კომისიის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები:1. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––– ბ.ა. ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––– „ –––––” ––––––––––––––––––––––––––––– 20 –––– წელი
კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– ბ.ა. |