ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2017 წლის 20 თებერვალი ქ. ბოლნისი |
2. დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი 2).
3. დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ ფორმა (დანართი 3).
4. დამტკიცდეს „მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტის“ ფორმა (დანართი 4).
|
1. ქონება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულო/გამგეობა) და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები (ა(ა)იპ/შპს).
4. ინვეტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებს 7 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას მოადგილე.
5. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარებისას კომისიამ იხელმძღვანელოს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
2. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებსა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას კომისიის დასკვნისა და აუდიტორ/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ამოწმებს ქონების ჩამოწერის აქტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგების სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
8. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა/ლიკვიდაცია.
9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელზე.
4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
_______________________________________________________
(ორგანიზაციის დასახელება, თარიღი)
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი
კომისიის თავმჯდომარე: ____________________________ (__________________________)
კომისიის წევრები: 1._________________________ (_________________________)
2._________________________ (_________________________)
3._________________________ (_________________________) . | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
_________________________________________________________________
(ორგანიზაციის დასახელება, თარიღი)
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
კომისიის შემადგენლობა: ---------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 წელი ------------------- №-------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის ------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. შეძენის წელი:--------------------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება:------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -------------------------------------; ბ)----------------------------------; გ)------------------------------------; კომისიის დასკვნა:: --------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე: ---------------------------- (_____________________) კომისიის წევრები 1. -------------------------------- (_____________________)
2. --------------------------------- (____________________)
3. --------------------------------- (_____________________)
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა:-------------------- (---------------------------------------) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: --------------------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე: -------------------------------------------(_______________________)
კომისიის წევრები: 1. ------------------------------------------ (_________________________)
2. ------------------------------------------ (_________________________)
3 ------------------------------------------- (_________________________)
ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
___________________________________________________________
(ორგანიზაციის დასახელება, თარიღი)
მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტი
კომისიის თავმჯდომარე: ____________________________ (__________________________) კომისიის წევრები: 1._________________________ (_________________________) 2._________________________ (_________________________) 3._________________________ (_________________________) ბ.ა.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||