ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2015 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
მუხლი 1🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე (სახაზინო კოდი 300273189), საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტი მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 3🔗
წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.
მუხლი 4🔗
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - ერთი გვერდი - 0.05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭვდა - ერთი გვერდი-0.10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - ერთი დისკი - 2.65 ლარს.